„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019750
41
26/01/2017
ვებგვერდი, 30/01/2017
480140000.10.003.019750
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2017 წლის 26 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/01/2014, 480140000.10.003.017731) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით, შეიქმნას ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისია  შემდეგი შემადგენლობით:

ვახტანგ მახარობლიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარე;

არჩილ    ყარაულაშვილი  –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გენადი    არველაძე  –  საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრის  მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე ბარამიძე    –   საქართველოს    იუსტიციის   მინისტრის   პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

პეტრე   კანკავა    –    შერიგებისა   და   სამოქალაქო   თანასწორობის   საკითხებში   საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ირაკლი მატკავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ნიკოლოზ გაგუა  –  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  მოადგილე,  კომისიის წევრი;

ქეთევან  ნატრიაშვილი  – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

რევაზ ჯაველიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი;

ეკატერინე  გრიგალავა  –   საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლელა ჩიქოვანი –  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  პირველი  მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან  ხარატიშვილი  –    საქართველოს   კულტურისა    და   ძეგლთა    დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნოდარ კერესელიძე  –   საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრის   პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

შალვა ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნინო  ბერძული  –  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ზვიად მიხანაშვილი  –  საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და  პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

გრიგოლ გიორგაძე – საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით სოლომონია – საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის აღმასრულებელი მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი