„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018740
355
17/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
480140000.10.003.018740
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №355

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/01/2014, 480140000.10.003.017731) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით, შეიქმნას ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისია  შემდეგი შემადგენლობით:

გიგი გიგიაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

მარიამ რაქვიაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

თენგიზ შერგელაშვილი  – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ბესიკ ლოლაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან ხარატიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ვალერი კვარაცხელია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

კახა კახიშვილი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

გრიგოლ გიორგაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით სოლომონია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის აღმასრულებელი მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი