დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017668 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2014 - 13/02/2014)
|
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე
|
„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი N1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული საშტატო განრიგი (დანართი N2).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 2. აპარატის ხელძღვანელობა და სტრუქტურა
ა) საორგანიზაციო სამსახური; ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარების სამსახური; დ) საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური; ე) იურიდიული სამსახური.
მუხლი 3. აპარატის უფლებამოსილება აპარატის უფლებამოსილებებია: ა) საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სამართლებრივი და ანალიტიკური მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინაცია და მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი; ბ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და ორგანიზება; გ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, საშინაო და საგარეო ვაჭრობის ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებისა და პროგნოზირების უზრუნველყოფა; დ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია; ზ) ეკონომიკურ სფეროში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი; თ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება; ი) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადება, ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა; კ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების უზრუნველყოფა; ლ) საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის; მ) სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა; ნ) ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორისი თანამშრომლობის ორგანიზება.
მუხლი 4. აპარატის საქმიანობის წესი
ა) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს; ბ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე; გ) კოორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; დ) აპარატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა; ე) უფლებამოსილია ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები; ვ) ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5. აპარატის გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა აპარატის გაუქმება ან მის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
დანართი N2
|
ეკონომიკური საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები