დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 351 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017971 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 010220030.10.003.017668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულების“ (დანართი №1): ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. აპარატის შინაგანაწესს ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი (შემდგომში – საბჭოს მდივანი).“; ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები. 6. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“; დ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საორგანიზაციო სამსახური; ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარების სამსახური; დ) იურიდიული სამსახური.“; ე) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ეკონომიკური განვითარების სამსახური კოორდინაციას უწევს ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებას; შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებას; ახორციელებს ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის მომზადებას და ეკონომიკური გარემოს ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სათანადო ღონისძიებებს; განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო ეკონომიკურ ამოცანებს და მათზე რეაგირების სტრატეგიას; შეიმუშავებს და ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი ეკონომიკური რეპუტაციის ფორმირებას საერთაშორისო ასპარეზზე; წარმოადგენს საბჭოს უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“; ვ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, შესაბამისი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების, ასევე, ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის წარმოების მიზნით, ქმნის და კოორდინაციას უწევს საინვესტიციო და ბიზნესის წარმომადგენელთა საბჭოებს, საერთაშორისო, უცხო ქვეყნებისა და ადგილობრივ ორგანიზაციათა/პირთა მონაწილეობით, რომელთა სხდომაც გაიმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.“; თ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები