დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.10.003.017576 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
40
06/01/2014
ვებგვერდი, 08/01/2014
320110000.10.003.017576
ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (08/01/2014 - 02/10/2014)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, „საფოსტო ამანათებზე“ 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის – ამანათის (შემდგომში − ამანათი) მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს:
ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა; ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2014 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები