კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N40 დადგენილება, რომლითაც მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტას“ მიენიჭა უფლებამოსილება საქართველოში ამანათის შემოტანის, დამუშავების და ადრესატისათვის ჩაბარების ან საზღვარგარეთ გატანის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ამდენად, სახელმწიფოს – საქართველოს მთავრობას არა აქვს უფლება კონკრეტულ საწარმოს მიანიჭოს ექსკლუზიური უფლება საქართველოში ამანათის შემოტანის, დამუშავების და ადრესატისათვის ჩაბარებასთან ან საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული დადგენილებით იზღუდება თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია, ე.ი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნები. მხოლოდ კანონით შეიძლება შეიზღუდოს თავისუფალი მეწარმეობა, კონკურენცია და კანონი უნდა იყოს დასაბუთებული. ამასთანავე, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია, ხოლო ამავე კანონის მე–10 მუხლის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფო ორგანომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტის დომინირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ე.ი. საქართველოს მთავრობას არა აქვს უფლება შპს „საქართველოს ფოსტა“ ჩააყენოს დომინირებულ მდგომარეობაში სხვა საწარმოებთან შედარებით.

შენიშვნა:
მე, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება შეიძლება არ შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. უბრალოდ ვსარგებლობ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიტყვის, აზრის თავისუფლების უფლებით და ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას.