დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 27/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016196 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 31/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
თავი I
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი |
1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსავლები 88667.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის გადასახადები 13000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის გრანტები 60742.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 14925.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ხარჯები 64757.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26280.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 27280.7 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
ბ)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 92037.7 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 9 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2370.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -10032.2 ლარის ოდენობით: |
ა)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 10032.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 11 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -7661.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 7661.8 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
თავი II
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით: |
|
თავი III
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13 |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 99699.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 14 |
სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 250.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქ. ბათუმის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში. |
მუხლი 15 |
სესხების მომსახურება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 10922.1 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 801.7 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 9041.8 ათასი ლარი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული სესხების, ხოლო 1078.6 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისათვის. |
მუხლი 16 |
საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 4553.5 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართოს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის. |
მუხლი 17 |
დავალიანებების დაფარვა |
წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2014 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
მუხლი 18 |
პრემიები და დანამატები |
2014 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
პროგრამები |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების დამტკიცება და მათზე კონტროლი ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს შესაბამისი აქტით. |
მუხლი 20 |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 21 |
ასიგნებების გადანაწილება |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში. |
მუხლი 22 |
ასიგნებების დაფინანსება |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
მუხლი 23 |
დადგენილების ამოქმედება |
1.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან; |
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190020020.35.132.016151 09/01/2013). |
|
დოკუმენტის კომენტარები