დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 31/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016197 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30.12.2013 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 12. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
გ)
დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, 119731.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დ)
დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 4603.3 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართოს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.''. |
ე)
დადგენილებას 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. ასიგნებების განკარგვა 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 03 02 08) ფარგლებში 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, დამტკიცებული ქვეპროგრამის გარდამავალ ნაწილში ასახული თანხების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მიერ. 2. სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 01) ფარგლებში 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ქვეპროგრამაში ასახული თანხების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მიერ.''. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები