დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016151 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 31/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ XIII თავის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5122.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 600,0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4225.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 297.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5077.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 44,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 54.9 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები) 10.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (გარდამავალი ნაშთი) 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და ხარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 217.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70.0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110.0 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 37.0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა სახანძრო სამაშველო სამსახურის სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა და თეთრიწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება. 2014 წლებში დაგეგმილია თეთრიწყაროში ცენტრალური გზიდან სოფლებამდე მისასვლელი გზის მოასფალტება, სოფლებში შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ორმოული შეკეთება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. |
ბ.ა)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების (სასმელი წყლის) ქსელის მოვლა-შენახვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყარო-წყალი“, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების ქსელის რეაბილიტაციასა და მათ მოვლა-შენახვას. |
ბ.ბ)
საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. |
ბ.გ)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის მოვლა - შენახვა. |
ბ.დ)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა.
|
გ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. |
გ.ა)
სკვერებისა და ბაღების, კულტურისა და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01)
თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია. |
გ.ბ)
მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების - ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. |
ა)
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში დაფინანსდება 13 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას მიიღებს 510-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. |
ბ)
მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოფელ მაწევნიდან ჩხიკვთის საბაზო სკოლაში, სოფელ ტბისიდან, ფარცხისიდან, არდისუბნიდან ჯორჯიაშვილიდან - ბოგვის საჯარო სკოლაში; სოფელ ალგეთიდან ე.წ. „ნოვი სვეტი“-დან დ.მანგლისის ეკლესიის მიმდებარე დასახლებიდან - მანგლისის საჯარო სკოლაში; ქ.თეთრიწყაროს ნამტვრიანის დასახლებიდან, გარისის ქუჩიდან და ვარხუნოს დასახლებიდან - თეთრიწყაროს №1 და №2 საჯარო სკოლებში; სოფელ ივანოვკიდან -ირაგის საჯარო სკოლაში და სოფელ დაღეთიდან - სამშვილდის საჯარო სკოლაში სულ 370 ზე მეტი მოსწავლის ყოველდღიური ტრანსპორტირების ხარჯები. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ ,,თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს 11 სპორტულ სექციას და 200-მდე სპორტსმენს. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, უზრუნველყოფილი იქნება სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, სადაც დაცულია 11000 -მდე ექსპონატი. |
ბ.ბ)
კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია 16 წრე, სადაც სწავლობს 320-მდე მოსწავლე. |
ბ.გ)
საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, სადაც გაერთიანებულია 6 ბიბლიოთეკა. |
ბ.დ)
სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დაფინანსებას. |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
ბ.ა)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. მშობიარეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მშობიარობის ხარჯები. |
ბ.ბ)
ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) )
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. |
ბ.გ)
მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვის და უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება. |
ბ.დ)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური, საყოფაცხოვრებო და გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. |
ბ.ე)
გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამით გათვალისწინებულია გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში. |
ბ.ვ)
მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. |
ბ.ზ)
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯი. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 18.
ზოგადი დებულებები |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები