დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016112 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 11/02/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და
ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25808520 ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1099500 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 23508520 ლარის ოდენობით.
გ). მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1200500 ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11839930. ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16860167. ლარის ოდენობით მათ შორის.
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16860167 ლარის ოდენობით,თანადართული რედაქციით;
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 28700097 ფუნქციონალურ ჭრილში,თანადართული რედაქციით.
(ლარი)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო . |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2,891.577 ლარის ოდენობით; |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 3,484.747 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 593,170 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა დასოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული , კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები |
სპორტულ, კულტურულ, ახალგაზრდულ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 03 00)
ბოლო დროს გახშირებული, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო- სამაშველო სამსახურის და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. რაც აუცილებელია სხვადასხვა ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 1.2 სახანძრო -სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური მოვლენების, საგანგებო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციისა და დახმარების გასაწევად აუცილებელია სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა,პროგრამა დააფინანსებს სამსახურის კუთვნილი ავტომობილის რეაბილიტაციას და ამავე დროს სახანძრო დანიშნულების ერთი ერთეული ახალი ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. აუცილებელია პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებშიგანხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულ ქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება, მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფილი იქნება გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას . 2.1.1 ქუჩებისა და ქუჩებს შორის გადასასვლელების (მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა ( პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას იმ უბნებში სადაც უკვე მოწესრიგებული იქნება მიწისქვეშა კომინიკაციები კერძოდ ე.წ. საავადმყოფოს უბნის ქუჩების: თბილისის და თბილისის ქუჩის ჩიხის, სოხუმის, ჯაფარიძის, ჯაფარიძის I- II -III შესახვევის, ჩეხოვის, ძნელაძის და კოსტავას ქუჩები, დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში შ. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის (თავისუფლების ქუჩის კვეთიდან ვერულიძის ქუჩის გადაკვეთამდე) ტროტუარის მარცხენა მხარის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქალაქ ქობულეთში ტურისტული ზონის მოპირდაპირედ დავით აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელის (ქვეითთა) კეთილმოწყობითი სამუშაოები, ხოლო დაბა ჩაქვში დაგეგმილია თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთის ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.1.2 ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს ჯებირისა და სანაპიროს სავალი ნაწილის რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს 1000 მეტრიანი მონაკვეთის სავალი ნაწილის კეთილმოწყობითი სამუშაოებს რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2012 წელში მოეწყო ნაპირდამცავი ჯებირი. 2.1.3 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების რეაბილიტაცია, ახალი მოსაცდელების მოწყობა ( პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლის გამზირზე ორი ერთეული მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელის შეძენასა და დამონტაჟებას. 2.1.4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თემებში, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“ მიერ. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, გარე განათების ახალი წერტების მოწყობა. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, კერძოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სოფლებში: კვირიკესა და მუხაესტატეში, აგრეთვე დაბა ოჩხამური-ცეცხლაურის და დაბა ჩაქვში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და ქ. ქობულეთში: დ. აღმაშენებლის გამზირის ქ. N99, N99ა, N99 ბ, ჩოლოქის დასახლება ხულოს ქ. N3 ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. 2.2.2. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოფტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა, აგრეთვე შუქტექნიკის პრაქტიკაში შუქდიოდების აქტიური დანერგვა, ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელისშეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის-4000 -მდე წერტის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღურება რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნების. პროგრამა დააფინანსებს არსებული სადენების შეცვლის სამუშაოებს კერძოდ ქალაქ ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზირზე N686 და N818 მდე, N226-336 მდე, N336-დან 528მდე, და რუსთაველის ქუჩის N160 დან N285 მდე, N26 დან 114 მდე, ხოლო ახალი გარე განათების წერტების მოწყობის სამუშაოებს რუსთაველის ქუჩაზე ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხნისა და მტს-დასახლებაში. 2.2.3 . დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ქალაქის ტერიტორიაზე სისუფთავის და წესრიგის დაცვა, ნაგავსაყრელების მოვლა–დამუშავება, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებისა და ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება . 2.2.4 .გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები რასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება, პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭიროს ყველა ხარჯს. შეიძინება მარადმწვანე ნარგავები. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. შპს „ქობულეთის წყალი“ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დროულ და ხარისხიანად მიწოდებას, დაფინანსება ხდება სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტრო ენერგიის ანაზღაურების მიზნით. გათვალისწინებულია სოფელ ზედა და ქვედა სამებისა და ხუცუბნის დასახლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ქ. ქობულეთში გელაურის დასახლებასა და ქალაქ ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩაზე შეიცვლება არსებული ამორტიზირებული წყლისა და კანალიზაციის სისტემა რომელიც შეამცირებს სასმელი წყლის დანაკარგს . განხორციელდება დაბა ოჩხამურში სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის შიგა ქსელის რეაბილიტაცია. აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყალის დაფინანსებას, რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას,ამორტიზირებული წყლის მილების შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან დამოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. 2.2.6. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე სანიაღვრე კანალიზაციის მიმდინარე ექსპლუატაცია, სანიაღვრე წყლების გზის სავალი ნაწილიდან მოშორება მათზე სისტემატიური კონტროლი და სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველყოფა, აგრეთვე ქ. ქობულეთში არსებული დახურული და ღია სანიაღვრე არხების, სანიაღვრე ჭების გაწმენდა, შლამის ამოღება და გატანა. გათვალისწინებულია სანიაღვრე სატუმბი სადგურის მიმდინარე ექსპლუატაცია (მოვლა-პატრონობა). ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირის N30 , N46 და N47 სანიაღვრე კოლექტორების მოწყობას, ქალაქ ქობულეთში ე.წ. საავადმოყოს უბნის დარჩენილი ნაწილისა და კომახიძის ქუჩის წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას და სოფელ ხუცუბნის თემში თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოებს. 2.2.7 . უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის იერ-სახის შენარჩუნების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უსახური ნაგებობების (ავტოფარეხი, რკინის კონსტრუქცია, უსახური ჯიხურები რეკლამები, ბილბორდები) და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. 2.3 .მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები,სკვერებსა და პარკებში არსებული საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია,მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები.
2.3.1 ქ.ქობულეთის დ.აღმაშენებლის გამზირის მოპირდაპირედ მწვანე ზოლის კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ქობულეთის დ.აღმაშენებლის გამზირის №520ის მოპირდაპირედ მწვანე ზოლის კეთილმოწყობითი სამუშაოები . 2.4 საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო და სხვადსხვა ტექნიკური დოკუმენტაციის შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტში სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. 2.5 საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სულ სამუშაოები ჩატარდება 136879კვ/მეტრ ფართობზე. 2.6 აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი(პროგრამული კოდი 03 08) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. 2.7 ციტრუსის სეზონის ღონისძიებათა ხელშეწყობა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 03 10) პროგრამით გაგრძელდება ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობა და ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანება(პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას მიიღებს 1400 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. 3.1.2. .საბავშვო ბაღების მშენებლობა,რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი ბაღების მშენებლობა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. პროგრამა ითვალისწინებს სოფელ ხუცუბანში საბავშვო ბაღის მოწყობასა და ინვენტარით უზრუნველყოფას 90 ბავშვზე, აგრეთვე სოფელ კვირიკეში ახალი საბავშვო ბაღის მოწყობას 60 ბავშვზე. პროგრამით დასრულდება 2013 წელში დაწყებული ქალაქ ქობულეთში N5 საბავშვო ბაღის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. 3.2. საჯარო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამით გათვალისწინებულია ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება და ამ მიზნით მომსახურე სკოლის კუთვნილი ავტობუსის უზრუნველყოფა საწვავით . 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისდა კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ცხოვრების ჯანსარი წესის დამკვიდრებისათვის პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს ქ.ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას. 2014 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1. ქობულეთის კომპლექსური სასპორტოსკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). წრეებში დაკავებულია 300 ზე მეტი ბავშვი, ტარდება შიდა სასკოლო და რესპუბლიკური მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებები. 4.1.2.სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორცსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალი ჭიდაობის სახეში სხვადასხვა ცნობილი სპორცმენთა (მელაშვილი, ჩელებაძე) სახელობის ტურნების მოწყობას, ფეხბურთის სახეში ცნობილი სპორცმენის (ამირან ანანიძის) სახელობის ტურნირის მოწყობას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები, სპორტის სახეობებში როგორიცაა: ჭადრაკი, ძალოსნობა, ძიუდო, მინი ფეხბურთი, რაგბი მუნიციპალიტეტისა და რესპუბლიკურ პირველობისათვის მონაწილეობის ხელშეწყობას; გათვალისწინებულია ველოსპორტი ქობულეთის ნაკრები გუნდის რესპუბლიკურ, რეგიონალურ ტურნირების მონაწილეობის ხელშეწყობა, პროგრამა დააფინანსებს აჭარის პირველ მოსწავლეთა თამაშებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მონაწილეობის ხელშეწყობას, გათვალისწინებულია ქობულეთის დაძმობილებული ქალაქის ალავერდის სპორტული დელეგაციის და ალავერდში მუნიციპალიტეტის სპორტული დელეგაციების ვიზიტების უზრუნველყოფას, წლის განმავლობაში დაფინანსდება წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება, მიღწეული წარმატებებისატვის სპოტსმენთა წახალისება და სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერა. 4.1.3. საფეხბურთო საკლუბო გუნდის “შუქურას“ მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას. კერძოდ ფეხბურთელთა ტრანსპორტირების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას და გუნდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.1.4 სპორტული კომპლექსის მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებარომლის მშენებლობა დაიწყო 2013 წელში, იგი ხელს შეუწყობს სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინებას, ასევე სპორტული კომპლექსი გახდება სხვადასხვა ადგილობრივი თუ რესპუბლიკური სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. სპორტული კომპლექსი განთავსდება 5000კვ/მეტრ ფართობზე და შესდგება ორი ნაწილისაგან : მთავარი დარბაზისა (მაყურებლის ტრიბუნა-600 მაყურებელი და სათამაშო მოედანი) და ოთხსართულიანი შენობისაგან (განლაგებული იქნება გასახდელები, სველი წერტილები,დამხმარე მცირე ზომის ორი დარბაზი და სასადილო სამზარეულოთი, სააქტო დარბაზი და ადმინისტრაციის განსათავსებელი ოთახები). 4.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1.ა(ა)იპ ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი კვლავ განაგრძობს 2014 წლის პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო სკოლის თანადაფინანსებას სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის, დაბა ჩაქვისა და ქ. ქობულეთის სკოლები სულ 570 მოსწავლეზე მეტი. 4.2.2.ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შესდგება საბიბლიოთეკო და მოსწავლეახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება, მასში გაერთიანებულია 22 სასოფლო კულტურული დაწესებულება, შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ- თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა. პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3. ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 4.2.4 .ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული" (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვაკულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები. კერძოდ: დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაული „ზურაბობა“, ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტურისტული სარეკლამო მასალების დამზადება, საკურორტო სეზონის გახსნა, ბოლო ზარი-წარმატებულ მოსწაავლეებთან შეხვედრა, ხელოვანთა, მხატვართა და ფოტოგრაფთა გამოფენა, პედაგოგთა დღე, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობები, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაცია, სახალხო დღესასწაულებების მოწყობა, გათვალისწინებულია საახალწლო წარმოდგენების მოწყობა პატარებისათვის, სხვადასხვა კულტურული პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6 . კულტურის სახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 02 06) იქედან გამომდინარე, რომ ქალაქს არ გააჩნია ისეთი ფუნქციისა და დანიშნულების ობიექტი, სადაც შესაძლებელი იქნება კულტურული და აღნიშნული სახის სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ ქობულეთში 400 მაყურებელზე გათვლილი კულტურის სახლის მშენებლობა. 4.2.7 ახალგაზრდული ღონისძიებათა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ინტელექტუალური განვითარების პოპულარიზაციას, გაიმართება ეკოტურიზმის (ცნობიერების დონის ამაღლება, სემინარები, სამუშაო შეხვედრები), დედაენის დღისადმი მიძღვნილი და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ჩატარდება მუნიციპალური პირველობა სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში ,,ბრეინ-რინგი." 4.2.8. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 08) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი, რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას. მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონანტები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით მოქმედებს და წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც, ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას, მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას.
პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება, მათ შორის, ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების როგორიცაა ეპილეფსია. განხორციელდება მოსახლეობის უფასო სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა.
5.1 .1. ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპილეფსიით დავადებული ბენეფიციარების მედიკამენტოზურ დახმარებას. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. პროგრამა მუნიციპალიტეტში ხორციელდება უკვე 2009 წლიდან, მიმდინარე წელს პროგრამით განხორციელდება 180 ბენეფიციარის ყოველთვიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.1.2 . სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების კერძოდ: დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოს, ციხისძირის თემის, სოფელ ჩაისუბნის და სოფელ დაგვას (ნაწილობრივ) მოსახლეობისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენას. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო ჯგუფის პირველადი დახმარების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და პაციენტებამდე გადაადგილების უზრუნველყოფას, აგრეთვე ფუნქციონირებისათვის სხვა ყველა საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. 5.1.3 . პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებული სულ 12 ერთეული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის დაფინანსებას კომუნალური და გათბობის ხარჯებით. დაგეგმილია აღნიშნულ ამბულატორიებში მომსახურე ექიმთა სამედიცინო ჩანთების მედიკამენტებით ყოველთვიურად შევსება. 5.2. სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1.სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0დან 100 000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი,დედმამით ობოლი ბავშვი,უსახლკარო,მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი(18წლამდე 5 და მეტი შვილი) ოჯახი, სულ 230 ბენეფიციარი.პროგრამა ითვალისწინებს ცხელი საკვებით უზრუნველყოფას დღეში ერჯერადი კვებით კვირაში 7დღის (წელიწადში 365 დღის)განმავლობაში. 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე (109 ოჯახი) 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე (20 ოჯახი) 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე (10 ოჯახი) 900 ლარის ოდენობით. 5.2.3 . 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნება, რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშთა ოჯახებზე (48 ოჯახი) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარარებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალ დაკარგულთა უკდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. ამ მიზნით გათვალისწინებულია ომის მონაწილის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 200 ლარის ოდენობით, და ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტი, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით თითოეულზე 300 ლარის ოდენობით დახმარება, მემორიალის შემკობა - 9 მაისი, 26 მაისი, 7 აგვისტო, 8-9 აგვისტო, 27 სექტემბერი, მემორიალთან მუდმივი ცეცხლისათვის ბუნებრივი აირის გადასახადი. პროგრამას არეგულირებს საქართველოს კანონი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკდავყოფის შესახებ“ და საქართველოს კანონი“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ 5.2.5. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს დედმამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე) დახმარებასთვეში 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-57000 ჩათვლით. ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო გარდაცვლილ მოქალაქეებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.7 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების ქალაქ ბათუმის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდას საცხოვრებელ ადგილამდე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები