დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016080 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 24/01/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე–12–ე თავის 78–ე მუხლის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6307.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 160,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5727.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 420.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4606.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1701.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1721.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური ატივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 50,0 ათასი ლარი. ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი. გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარი. დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორცილელებლად 2,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორცილდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტების ფარგლებში მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ვანში თამარ მეფის ქუჩისა და მშვიდობის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა (70,0 ათასი ლარი) და მთისძირის თემის ცენტრიდან ჭაგან-ჭყვიშის მიმართულებით საავტმობილო გზის ასფალტობეტონის შავი საფარით მოწყობა - 610,0 ათასი ლარი, ასევე ქ. ვანში 26 მაისის ქუჩაზე მდ. ჭიშურაზე არსებული ფოლადის ხიდის რეაბილიტაცია - 20,0 ათასი ლარი. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოები რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარული და ჰიგიენური პირობები- დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების მოწყობის და ექსპლოატაციის, დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები. 2.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები – (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის და სუფთა გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი უბნებისა და ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 170,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანება, ხოლო 24,0 ათასი ლარით მოხდება სანაგვე კონტეინერების შესყიდვა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციის ხარჯები 95.0 ათასი ლარით, მიმდინარე რემონტის ხარჯები 25,0 ათასი ლარის ოდენობით. ასევე დაფინანსდება ახალი სანათების მოწყობა ქ. ვანში რუსთაველის ქუჩაზე - ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე - 15,0 ათასი ლარით, ერისთავის ქუჩაზე 10,0 ათასი ლარით, 26 მაისის ქუჩაზე 12,0 ათასი ლარით, ხოლო გიორგაძის ქუჩაზე 15,0 ათასი ლარით,დიხაშხოს თემში ისრითის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე განათებაზე 10 სანათის დამატებაზე 5,0 ათასი ლარის ოდენობით. 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) არსებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ.ვანში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია 20,0 ათასი ლარით, ქ.ვანში თავისუფლების ქუჩა №65-ში არსებული შენობის აღმოსავლეთ მხარეს სკვერის მოწყობა 20,0 ათასი ლარით, ხოლო დასავლეთ მხარეს სკვერის და პარკინგის ადგილის მოწყობა 20,0 ათასი ლარით, ქ.ვანში თამარ მეფის ქუჩაზე ცენტრალური საავტომობილო გზის გასწვრივ ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოწყობა 20,0 ათასი ლარის ოდენობით. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის ინტერესებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა მოიცავს ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 450-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირების ყველა ხარჯს. გაერთიანებაში ასევე შედის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი. ა(ა)იპ ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება დაფინანსდება 600,0 ათასი ლარით, ხოლო 200,0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქ ვანის N1 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარარელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ შეძლოს მათი შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება (ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „სულორი ვანი“–ს, ა(ა)იპ „სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების’’, სპორტული ღონისძიებების ხარჯების, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის დაფინანსება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები 15,0 ათასი ლარით, კერძოდ: ეროვნულ ჩემპიონატებში მძლეოსნობასა და სამბოში, ასევე რეგიონულ ტურნირებში მძლეოსნობაში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მივლინების ხარჯები. გაიმართება რაიონული პირველობები მინი ფეხბურთსა და ფეხბურთში. 4.1.2 - ა(ა)იპ სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) გაერთიანება დაფინასდება 300,0 ათასი ლარით, მასში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობისა და ჭადრაკის სექციები და მუსიკალური სკოლა. გაერთიანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებისა და კვების ხარჯების დაფინანსებას. ხელი უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. 4.1.3 - ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,სულორი–ვანი“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ სულორი-ვანის დაფინასება შეადგენს 250,0 ათას ლარს, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნა, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. 4.1.3 - სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ვანის ცენტრალური სტადიონის კაპიტალური რემონტი 240,0 ათასი ლარის ოდენობით. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ სახალხო–სადღესასწაულო ღონისძიებათა დაფინანსება, რომლების ყოველწლიურად მასშტაბურად იმართება– –,,ვანელობა“, ,,გალაკტიონობა“, ,,ტიციანობა“ , 26 მაისის, 9 აპრილისა და 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება. 4.2.1 ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი კულტურის სახლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების დაფინანსება, არსებული წიგნადი ფონდის შენარჩუნება და გაზრდა. კორნელი კეკელიძისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაფინანსების უზრუნველყოფა. ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება 330,0 ათას ლარს შეადგენს. 4.2.1 კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ვანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 300,0 ათასი ლარით. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 18,0 ათასი ლარით. პროგრამის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის ჩაბმა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მუნიციპალიტეტი ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვთა და ახალგაზრდების პატრიოტულ ბანაკებში გამგზავრებისა და დასვენების, ინტელექტუალური გუნდების მომზადებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯებს. იუმორისტული შეჯიბრებების მომზადებასა და მასში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობას. 4.4 ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა 20,0 ათასი ლარით. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. 5.1 ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას 50,0 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობა საჭიროებს სოციალურ დაცვას ცხოვრებისეული რისკებისაგან. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 - მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 31 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა,რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ ბენეფიციართა უმეტესი ნაწილი არის ღრმა მოხუცი, გარკვეული ნაწილი არის გონებადაქვეითებული და მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ არც მატერიალური საშუალება არ გააჩნიათ სადილის მოსამზადებლად, ყოველივე ამის გამო დღეში ერთხელ მათი გამოკვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქვეპროგრამის დაფინანსებას 25.0 ათასი ლარი მოხმარდება. 5.2.2 დაკრძალვის ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 250 ლარის ოდენობით.იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, გარდაცვლილთათვის სასახლის შესაძენად. ქვეპროგრამა 5,0 ათასი ლარით დაფინასდება. 5.2.3 ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ( პროგრამული კოდი 06 0203) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველ და მეორე ახალშობილ ბავშვზე 200 ლარი, მესამე და მეტი შვილის შეძენისას 300 ლარი, ტყუპების შეძენისას 500 ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთ მძიმე სოციალური პირობები აქვთ, რის გამოც მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა გარკვეულად მასტიმულირებელი და იმედის მომცემია. 2014 წლის დაფინასება 70,0 ათას ლარს შეადგენს. 5.2.4 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ფულადი კომპენსაციის სახით, რაც მათ ნაწილობრივ აუნაზღაურებს სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს. ქვეპროგრამის დაფინანსების მოცულობა 50,0 ათას ლარს შეადგენს. 5.2.5 სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება – 22,0 ათასი ლარის, ერთჯერადი ფულადი დახმარება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის – 17,7 ათასი ლარის, ღირსშესანიშნავი თარიღების აღმნიშვნელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის 10.3 ათასი ლარი ოდენობით. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 6327,2 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 17 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კობა ძაგნიძემ.. |
| მუხლი 18 |
. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები