დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016085 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-12 თავის მე-80 მუხლის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31.12.2013 წელი, 190020020.35.121.016080) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
თავი I მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6775.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 160,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6162.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 453.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5589.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3393.4ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3413.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2,207.6 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2,244.6 ათასი ლარის ოდენობით და მიიმართოს იგი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის N311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ნაშთი 703,0 ათასი ლარი მიიმართოს იმავე დანიშნულებით; ბ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N466 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ნაშთი 203,4 ათასი ლარი მიიმართოს იმავე დანიშნულებით; გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრის N1234 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ნაშთი 202,8 ათასი ლარი მიიმართოს იმავე დანიშნულებით; დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის N1499 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ნაშთი 685,5 ათასი ლარი მიიმართოს იმავე დანიშნულებით; ე) სპეციალური ტრანსფერის ნაშთი 1,1 ათასი ლარი დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ვ) 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული დაუმთავრებელი სამუშაოების ნაშთი 79,9 ლარი მიიმართოს იმავე დანიშნულებით; ზ) აუთვისებელი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 5,9 ათასი ლარი დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. თ) თავისუფალი ნაშთი 363.0 ათასი ლარი მიიმართოს მიმდინარე წლის ხარჯების დასაფინანსებლად.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 150.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 50,0 ათასი ლარი. ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი. გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარი. დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორცილელებლად 2,0 ათასი ლარი. 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“–ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორცილდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას.
სახანძრო და სამაშველო სამსახურის დაფინანსება გათვალისწინებულია 252.3 ათასი ლარით. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გათვალისიწნებულია 99.8 ათასი ლარი. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტების ფარგლებში მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქ. ვანში თამარ მეფის ქუჩისა და მშვიდობის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის შავი საფარით მოწყობა - 111,4 ათასი ლარი. მთისძირის თემის ცენტრიდან ჭაგან-ჭყვიშის მიმართულებით საავტმობილო გზის ასფალტობეტონის შავი საფარით მოწყობა - 739.2 ათასი ლარი. ქ. ვანში 26 მაისის ქუჩაზე მდ. ჭიშურაზე არსებული ფოლადის ხიდის რეაბილიტაცია - 20,4 ათასი ლარი. ქ. ვანში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტობეტონის შავი საფარის მოწყობაზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 3,0 ათასი ლარი. ზედავანი-მერეს გზაზე ასფალტობეტონის შავი საფარის მოწყობაზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 5,0 ათასი ლარი. ისრითი-სულორის ცენტრალური საავტომობილო გზიდან ძულუხის თემის მიმართულებით ასფალტობეტონის შავი საფარით მოწყობაზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 5,0 ათასი ლარი. გაგრძელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის N311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან გათვალისწინებული სამუშაოები: შუამთა-მუქედის გზის მშენებლობა - 260,5 ათასი ლარი. ზეინდარი-ფერეთას გზის მშენებლობა 242,5 ათასი ლარი. ქ. ვანში ტაბიძისა და ბაგრატის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია - 130,1 ათასი ლარი. სააკაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია - 21,9 ათასი ლარი. დასრულდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრისა N1234 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები 184,8 ათასი ლარის ოდენობით. დასრულდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის N1499 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები 382,8 ათასი ლარის ოდენობით. შესრულდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N47 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი 199,8 ათასი ლარით გათვალისწინებული სამუშაოები. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოები რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარული და ჰიგიენური პირობები- დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების მოწყობის და ექსპლოატაციის, დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები. 2.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში განხორცილედება შემდეგი სამუშაოები: დასრულდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრის N1234 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები 18,0 ათასი ლარის ოდენობით. დასრულდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის N1499 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები 277,2 ათასი ლარის ოდენობით. შესრულდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N47 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები 190,1 ათასი ლარის ოდენობით. დასრულდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის N311 განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები: ქ. ვანში თამარ მეფის ქუჩის პირველი ჩიხის გასწვრივ მდინარე სულორზე ნაპირსამაგრის მოწყობა - 14,3 ათასი ლარი. შუამთის თემში მდინარე ყუმურზე ნაიპრასამგრის მოწყობა 14,3 ათასი ლარი. ამაღლების თემში მდინარე კვინწყალისა და კორწყალის შესართავთან ნაპირსამაგრის მოწყობა 4,6 ათასი ლარი. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები – (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის და სუფთა გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი უბნებისა და ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 170,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანება, ხოლო 24,0 ათასი ლარით მოხდება სანაგვე კონტეინერების შესყიდვა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის N311 განკარგულების ნაშთით 14,9 ათასი ლარით და ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი 9,8 ათასი ლარით დასრულდება ტობანიერის თემში წყალმომარაგების სიტემის მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის N1499 განკარგულებით განხორციელდება სულორის თემში კურორტ სულორის უბნის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა - 25,5 ათასი ლარი. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციის ხარჯები 95.0 ათასი ლარი. გარე განათების მიმდინარე რემონტის ხარჯები 25,0 ათასი ლარი. დამიწების ხარჯები 1,2 ათასი ლარი. ქ.ვანში რუსთაველის ქუჩაზე - ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა- 15,3 ათასი ლარი. ერისთავის ქუჩაზე გარე განათების მოწყობა10,3 ათასი ლარი. 26 მაისის ქუჩაზე გარე განათების მოწყობა - 12,0 ათასი ლარი. გიორგაძის ქუჩაზე გარე განათების მოწყობა - 15,3 ათასი ლარი. ბარათაშვილის ქუჩაზე გარე განათერის მოწყობა 7,0 ათასი ლარი. დიხაშხოს თემში ისრითის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე განათებაზე 10 სანათის დამატება - 5,1 ათასი ლარი. სალხინოს თემში ჯვარისერის გადასახვევიდან სალხინოს სკოლამდე 45 სანათის მოწყობაზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება - 0,4 ათასი ლარი. ვანი-გაღმავანის გზაზე 40 სანათის მოწყობაზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება 0,5 ათასი ლარი. 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) არსებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სამუშაოები: ქ.ვანში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია 20,5 ათასი ლარით. ქ.ვანში თავისუფლების ქუჩა №65-ში არსებული შენობის აღმოსავლეთ მხარეს სკვერის მოწყობა 20,4 ათასი ლარი. ხოლო დასავლეთ მხარეს სკვერის და პარკინგის ადგილის მოწყობა 20,4 ათასი ლარით. ქ.ვანში თამარ მეფის ქუჩაზე ცენტრალური საავტომობილო გზის გასწვრივ ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოწყობა 20,5 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის სახელის აღმნიშვნელი ბილბორდის მოწყობა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში, ზეინდრის თემში 19.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის სახელის აღმნიშვნელი ბილბორდის მოწყობა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში, მთისძირის თემში 19.9 ათასი ლარი. ქალაქის შემოსასვლელში ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მოწყობა 5.0 ათასი ლარი. ქ. ვანში თავისუფლების 82-84 მდებარე მრავალბინიან სახოვრებელ სახლებთან დასასვენებელი პარკის და მინი სპორტული მოედნის მოწყობა 49.8 ათასი ლარი. ქ. ვანში მშვიდობის გორაზე დასასვენებელი პარკის მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება 5,0 ათასი ლარი. ქ. ვანში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია 15,0 ათასი ლარი 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის ინტერესებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. დასრულდება 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 203,4 ათასი ლარის ოდენობით. 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა მოიცავს ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 450-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. გაერთიანებაში ასევე შედის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი. ა(ა)იპ ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება დაფინანსდება 668,0 ათასი ლარით, ხოლო 17.2 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის მიერ მომზადდება საბავშვო ბაღების რემონტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარარელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ შეძლოს მათი შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება (ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „სულორი ვანი“–ს, ა(ა)იპ „სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების’’, სპორტული ღონისძიებების ხარჯების, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის დაფინანსება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები 15,0 ათასი ლარით, კერძოდ: ეროვნულ ჩემპიონატები მძლეოსნობაში, ჭიდაობაში, ფეხბურთში. 4.1.2 - ა(ა)იპ სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) გაერთიანება დაფინასდება 320,0 ათასი ლარით, მასში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობისა და ჭადრაკის სექციები. გაერთიანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებისა და კვების ხარჯების დაფინანსებას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. გაერთიანებაში ფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა. 4.1.3 - ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,სულორი–ვანი“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ სულორი-ვანის დაფინანსება შეადგენს 250,0 ათას ლარს, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნა, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. 4.1.3 - სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ვანის ცენტრალური სტადიონის კაპიტალური რემონტი 246.7 ათასი ლარით, ხოლო 13,1 ათასი ლარით მომზადდება სპორტული დარბაზის რემონტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ სახალხო–სადღესასწაულო ღონისძიებათა დაფინანსება, რომლებიც ყოველწლიურად მასშტაბურად იმართება – ,,ვანელობა“, ,,გალაკტიონობა“, ,,ტიციანობა“ , 26 მაისის, 9 აპრილისა და 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება. 4.2.1 ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი კულტურის სახლების, ბიბლიოთეკის, მუზეუმების, ცეკვისა და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების დაფინანსება, არსებული წიგნადი ფონდის შენარჩუნება და გაზრდა. ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება 330,0 ათას ლარს შეადგენს. 4.2.1 კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ვანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 324,0 ათასი ლარით. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 18,0 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტი ფინანსურად უზრუნველყოფს ახალგაზრდების პატრიოტულ ბანაკებში დასვენების, ინტელექტუალური გუნდების მომზადებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დაფინანსების ხარჯებს. 4.4 ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა 20,0 ათასი ლარით. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა გულისხმობს ქვეპროგრამების: ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაცის ხარჯების დაფინანსებას. 5.1.1 ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას 50,0 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები. პარაზიტული დაავადებების პირველადი კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა. სანიტარული ღონისძიებები. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. ჯანმრთელობის ხელშეწყობა. 5.1.1 ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის თემში ამბულატორიის მშენებლობისათვის შენობის საფუძვლის მოწყობას, ღირებულებით 12,8 ათასი ლარი. 5.2 სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მზრუნველობამოკლებულ პირთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 - მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) გათვალისწინებულია 31 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, რომელიც დაფინანსდება 21.0 ათასი ლარით. 5.2.2 დაკრძალვის ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 250 ლარის ოდენობით.იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამა დაფინანსდება 5,0 ათასი ლარით. 5.2.3 ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ( პროგრამული კოდი 06 0203) ქვეპროგრამის ფარგლებში 70,0 ათასი ლარის დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველ და მეორე ახალშობილ ბავშვზე 200 ლარი, მესამე და მეტი შვილის შეძენისას 300 ლარი, ტყუპების შეძენისას 500 ლარი. 5.2.4 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ფულადი კომპენსაციის სახით, რაც მათ ნაწილობრივ აუნაზღაურებს სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს. ქვეპროგრამის დაფინანსების მოცულობა 82,0 ათას ლარს შეადგენს. 5.2.5 სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება – 26,0 ათასი ლარის ოდენობით, ერთჯერადი ფულადი დახმარება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის – 17,7 ათასი ლარის ოდენობით, ერთჯერადი სოციალური დახმარება სასაქონლო ფორმით 0,9 ათასი ლარის ოდენობით. ღირსშესანიშნავი თარიღების აღმნიშვნელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის 10.3 ათასი ლარის ოდენობით. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 9039.9 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კობა ძაგნიძემ. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები