მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ

მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
300280000.16.009.016076
მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2013 - 13/05/2022)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №15

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის და  461 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2011 წლის 21 ივნისის №4865 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია



მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები

მუხლი 1. წესების მიზანი
ამ წესების (შემდგომში „წესები“) მიზანია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სფეროებში მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დადგენა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა)  ქსელის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და  საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და არ არის განაწილების, გადაცემის ან წყალმომარაგების ლიცენზიატი;
ბ) გატარების მომსახურება – ქსელის მფლობელის აქტივების მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ  ქსელამდე;
გ) გატარების საფასური – ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე;
დ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება – მესამე პირის მფლობელობაში არსებული, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო (ისტორიული) ღირებულება.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები
1. ეს წესები არეგულირებს ურთიერთობას, ერთის მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, პირდაპირ მომხმარებელს, წყალმომარაგების ლიცენზიატსა და, მეორე მხრივ, ქსელის  მფლობელს შორის.
2. გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან ან საფასურის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. გატარების მომსახურების სფერო და ძირითადი პრინციპები
1. მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ  ქსელამდე.
2. ქსელის მფლობელთან გატარების ხელშეკრულების დადების  და ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასურის გადახის ვალდებულება ეკისრება განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიატს, გარდა ამ მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელი პირდაპირ აკავშირებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და საცალო მომხმარებელს, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან და გატარების მომსახურებაში არ მონაწილეობს გამანაწილებელი ქსელი, ასეთ  შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ქსელის მფლობელთან დადოს  ხელშეკრულება გატარების მომსახურებაზე და გადაუხადოს ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასური.
4. თუ ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელი პირდაპირ აკავშირებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ან წარმოების ლიცენზიატს და პირდაპირ მომხმარებელს ისე, რომ გატარების მომსახურებაში არ მონაწილეობს გამანაწილებელი ქსელი, ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია ქსელის მფლობელთან დადოს ხელშეკრულება გატარების მომსახურებაზე და გადაუხადოს ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასური.
5. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის.
6. ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა.

მუხლი 5. გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშება
1. ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:
ა) ქსელის მფლობელის მიერ  გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R =  P * W,

სადაც:

R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ– ს გარეშე);

P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/კვტსთ);

W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის  რაოდენობა(კვტ.სთ);

ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების  ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K) / (S)

სადაც,

P - გატარების ფასი (ლარი/კვტსთ);

A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);

K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს:

ამორტიზაციას  - 8%;

აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%;

საოპერაციო დანახარჯებს - 5%.    

S - ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის  ან/და ელექტროგადამცემი ხაზის    წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობა (კვტ.სთ);

გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ მესამე პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელის (ან ქსელის ფრამგენტის) შემადგენელი ელემენტები:
გ.ა) ელექტროგადამცემი ხაზი ან/და;
გ.ბ) სატრანსფორმატორო პუნქტი ან/და;
გ.გ) გამანაწილებელი, დაცვისა და  საკომუტაციო მოწყობილობები და;
გ.დ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
2. ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:
ა)  ქსელის მფლობელის მიერ  გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R =  P * W,

სადაც:

R  - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ– ს გარეშე);

P    - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი  (ლარი/მ3).

W - ქსელის მფლობელის მიერ  საანგარიშო პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა (მ3);

ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების  ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K) / (S)

სადაც,

P - გატარების ფასი(ლარი/მ3);

A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);

K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს:

ამორტიზაციას  - 8%;

აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%;

საოპერაციო დანახარჯებს - 5%.    

S - ქსელის მფლობელის ბუნებრივი გაზის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა(მ3);

გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები:
გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და;
გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური ან/და;
გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი ან/და;
გ.დ) ჩამკეტი არმატურა და;
გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
3. სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:
ა) ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R =  P * W,

სადაც:

R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (დღგ– ეს გარეშე, ლარი);

P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი  (ლარი/მ3).

W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული სასმელი წყლის რაოდენობა (მ3);

ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K) / (S)

სადაც,

P - გატარების ფასი (ლარი/მ3);

A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);

K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს:

ამორტიზაციას  - 8%;

აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%;

საოპერაციო დანახარჯებს - 5%.    

S - ქსელის მფლობელის სასმელი წყლის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა (მ3);

გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდსასმელი წყლის ქსელის შემადგენელი ნაწილები:
გ.ა) სასმელი წყლის მილსადენი და;
გ.ბ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 6. ანგარიშგება
განაწილების ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განცალკევებულად აღრიცხოს გატარების მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯი და წარადგინოს  კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესით.