მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 13/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016539
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
13/05/2022
ვებგვერდი, 23/05/2022
300280000.16.009.016539
მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/05/2022 - 02/11/2023)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2022 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  საქართველოს  კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტისა და 98-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის  წესი“.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება (ვებგვერდი: 30/12/2013; სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016076).
3. დადგენილება  ამოქმედდეს  2022 წლის 1 ივლისიდან.

 


კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია



მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

 


მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. ეს  წესი (შემდგომში „წესი“) ადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სექტორში მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის  გატარების საფასურის გაანგარიშების წესს და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და სასმელი წყლის ქსელის მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქსელის მფლობელი – ქსელის მფლობელი მესამე პირი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი), რომელიც არ არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი და რომელიც ფლობს ერთი ან ერთზე მეტი უძრავი ქონებისგან შემდგარ ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს, ქვესადგურს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და  საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს ან/და ბუნებრივი გაზის მარეგულირებელ პუნქტს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და ამ ქსელის მეშვეობით ეწევა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარებას;

ბ) გატარება – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, ქსელის მფლობელის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის წინასწარ განსაზღვრულ წერტილამდე გადატანა;

გ) გატარების საფასური - ამ წესის საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება;

დ) აქტივების ინვენტარიზაციის აქტი - ინვენტარიზაციის ჩატარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი,  დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, ელექტრული სადენის დიამეტრი, მილის დიამეტრი, წნევა (გაზის ან წყალმომარაგების ტექნიკური საშუალების შემთხვევაში), კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი, სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა);

ე) აქტივის ნარჩენი აღდგენითი ღირებულება – დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად, შესაბამისი ცვეთის გათვალისწინებით.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში და კომისიის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში.

მუხლი 3. გატარების ძირითადი პრინციპები

1. მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი, სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარგანსაზღვრულ წერტილამდე.

2. ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისად. ქსელის მფლობელი ვალდებულია გაწიოს ყველა გონივრული ხარჯი, რაც აუცილებელია აღნიშნული ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის/წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში, ქსელის მფლობელი ვალდებულია, მასთან დადოს გატარების ხელშეკრულება და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი ან სასმელი წყალი. საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, ამასთან, ის ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ექსპლუატაცია და გამართული ფუნქციონირება.

4. გატარების ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს ქსელში ავარიის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს, ასევე ქსელის მფლობელის ვალდებულებას წყვეტის აღმოფხვრასა და ავარიის შესახებ დროულ ინფორმირებაზე, ისე რომ არ დაირღვეს კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მომსახურების ხარისხის წესებით“ ქსელით მოსარგებლისთვის დადგენილი როგორც ავარიის აღმოფხვრის, ისე საბოლოო მომხმარებელთა ინფორმირების წესი და პროცედურები.

5. თუ გატარების ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ქსელის მფლობელის წინასწარ გაფრთხილების და გონივრულ ვადის გასვლის შემდეგ, თვითონ უზრუნველყოს ქსელის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება და ქსელის მფლობელს მოსთხოვოს ამ მიზნით გაწეული გონივრული ხარჯების ანაზღაურება. თუ ქსელის მფლობელი, აღნიშნული მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში არ აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს,  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასანაზღაურებელი თანხა გაქვითოს გატარების  საფასურიდან.

6. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების გამო ქსელით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

7. მხარეები უფლებამოსილი არიან წინამდებარე წესებით განსაზღვრული გატარების მომსახურების ნაცვლად ურთიერთობა დაარეგულირონ სხვა, ამ წესებისგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც, თუ ქსელის მფლობელი ქსელს არ იყენებს საკუთარი მოხმარებისთვის და არ აქვს ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით  პირადი ინტერესი.

8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია გატარების მომსახურებაში მონაწილე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის, გამანაწილებელი ქსელის, ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ეკისრება იმ  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომელიც სარგებლობს ამ ქსელით/სისტემით და ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

მუხლი 4. გატარების საფასურის გაანგარიშება

1. ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:

ა) ელექტროენერგიის ქსელის მფლობელის მიერ გაწეული ელექტროენერგიის გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R =  P * W,

სადაც:

R – ელექტროენერგიის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ის გარეშე);

P – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური (ლარი/კვტ.სთ);

W – ელექტროენერგიის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის  რაოდენობა (კვტ.სთ);

ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K *n/12) / (S),

სადაც:

P – ელექტროენერგიის გატარების ფასი საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/კვტ.სთ);

A – ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი);

K – მისაღები შემოსავლის ნორმა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს:

·  ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%;

·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%;

·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%.   

n –  საანგარიშო პერიოდი (თვე);

S – საანგარიშო პერიოდისთვის, ელექტროენერგიის ქსელით სარგებლობის სრული რაოდენობა (კვტ.სთ), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ ელექტროენერგიას (კვტ.სთ); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი ემსახურება მხოლოდ გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებულ ელექტროენერგიას (კვტ.სთ).

გ) ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ქსელის მფლობელის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელის (ან ქსელის ფრაგმენტის) შემადგენელი ელემენტები:

გ.ა) ელექტროგადამცემი ხაზი ან/და;

გ.ბ) სატრანსფორმატორო პუნქტი ან/და;

გ.გ) გამანაწილებელი, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობები და;

გ.დ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

2. ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:

ა) ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელის მიერ  გაწეული გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R = P * W,

სადაც:

R – ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის გატარებისთვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ის გარეშე);

P  –  ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური  (ლარი/მ3);

W – ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა (მ3);

ბ) ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K*n/12) / (S),

სადაც:

P – ბუნებრივი გაზის გატარების საფასური საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/მ3);

A – ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი);

K – მისაღები შემოსავლის ნორმა ბუნებრივი გაზის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს:

·   ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%;

·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%;

·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%.   

n – საანგარიშო პერიოდი (თვე);

S – საანგარიშო პერიოდისთვის, ბუნებრივი გაზის ქსელით სარგებლობის სრული მოცულობა  (მ3), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის ბუნებრივი გაზის ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ ბუნებრივ გაზს (მ3); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი ემსახურება მხოლოდ გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებულ ბუნებრივ გაზს (მ3);

გ) ბუნებრივი გაზის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები:

გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და;

გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური ან/და;

გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი ან/და;

გ.დ) ჩამკეტი არმატურა და;

გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

3. სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი:

ა) სასმელი წყლის ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

R =  P * W,

სადაც:

R – სასმელი წყლის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის გატარებისთვის გადასახდელი გატარების საფასური (დღგ-ის გარეშე, ლარი);

P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური  (ლარი/მ3);

W – სასმელი წყლის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებული სასმელი წყლის რაოდენობა (მ3);

ბ) სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით:

P = (A * K*n/12) / (S),

სადაც:

P – სასმელი წყლის გატარების საფასური საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/მ3);

A – სასმელი წყლის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი);

K – მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს:

·   ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%;

·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%;

·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%.   

n – საანგარიშო პერიოდი (თვე);

S – საანგარიშო პერიოდისთვის, სასმელი წყლის ქსელით სარგებლობის სრული მოცულობა  (მ3), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის სასმელი წყლის ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ სასმელ წყალს (მ3); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი, ემსახურება მხოლოდ სასმელი წყლის გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებულ სასმელ წყალს (მ3);

გ) სასმელი წყლის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ სასმელი წყლის ქსელის შემადგენელი ნაწილები:

გ.ა) სასმელი წყლის მილსადენი და;

გ.ბ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

4. გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში, გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს, ამ ანგარიშში მოცემულ გატარებაში მონაწილე ქსელის, აქტივების ნარჩენ აღდგენით ღირებულებას. თავის მხრივ, აღნიშნული აქტივების ნარჩენი აღდგენითი ღირებულებით შეფასების აუდიტორული ანგარიში უნდა მოიცავდეს, მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც დადასტურებული იქნება აქტივების ინვენტარიზაციის აქტით. ამასთან, გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება ყოველწლიური ცვეთისა და ინვესტიციის გათვალისწინებით დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ უნდა დადასტურდეს 5 წელიწადში ერთხელ. ცვეთის გაანგარიშებისას გამოყენებული უნდა იქნეს წრფივი დარიცხვის მეთოდი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული აქტივების ნარჩენი აღდგენითი ღირებულებით შეფასების აუდიტორული ანგარიში, აქტივების ინვენტარიზაციის აქტი და აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების დამადასტურებელი აუდიტორული ანგარიში შედგენილი უნდა იყოს მხოლოდ იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის უფლებამოსილება.

6. ქსელის მფლობელის მიერ ანაზღაურდება ქსელის მფლობელის მიღებისა და გაცემის წერტილში მიღებული სხვაობა (საკუთარ მოხმარებისა და ქსელური დანაკარგის შედეგად მიღებული სხვაობა). ამ პუნქტის საფუძველზე დარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ქსელის მფლობელის მიღებისა და გაცემის წერტილებში განთავსებული მრიცხველების ჩვენების საფუძველზე.

მუხლი 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გატარების ხარჯების ანაზღაურება

1. შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ქსელის მფლობელისთვის გადახდილი გატარების მომსახურების ღირებულება კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება ტარიფის დადგენის დროს, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.

2. გატარების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით, კომისიას აცნობოს, გატარების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის შესახებ, გატარების მომსახურების დაწყებიდან 3 თვის ვადაში.

3. თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკრეტული გატარების მომსახურების ხარჯის ანაზღაურება არაგონივრულია (ტექნიკური და ფინანსური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) და მიზანშეწონილია ამ ქსელის შეძენა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ახალი ალტერნატიული ხაზის მშენებლობა, ასეთ შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტული ქსელის მეშვეობით გატარების მომსახურების ხარჯი არ იქნება გათვალისწინებული (არ ანაზღაურდება) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, კომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის განაწილების მომსახურების ან სასმელი წყლის  მიწოდების ტარიფში (შემდეგი რეგულირების პერიოდზე).  

4. ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, გატარების მომსახურების ხარჯები, სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის შესაბამისი ტარიფში უნდა აისახოს:

ა) ხელშეკრულების ამოქმედების თარიღიდან, თუ ეს ხელშეკრულება კომისიისთვის მიწოდებულია გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარების მომსახურების ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდების თარიღიდან (ხოლო, თუ ეს ხელშეკრულება გატარების მომსახურების დაწყების უფრო გვიან თარიღს ითვალისწინებს – გატარების მომსახურების დაწყების თარიღიდან);

ბ) თუ გატარებაში მონაწილე ქსელი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და კომისიაში წარმოდგენილია გატარებაში მონაწილე ქსელის ანგარიშსწორების პერიოდისთვის შედგენილი, აუდიტორული ანგარიში და აქტივების ინვენტარიზაციის აქტი (ანგარიშსწორების პერიოდისთვის შედგენილი აქტები არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი ხნით ხანდაზმული).

5. სისტემის ოპერატორს/წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ სისტემის ოპერატორის/წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის.

6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გატარების მომსახურების ანაზღაურების ამ წესებისგან განსხვავებულ მეთოდზე (ოდენობაზე) თანხმდებიან, სისტემის ოპერატორს და წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვთ წინასწარ შეატყობინონ კომისიას აღნიშნული შეთანხმების პირობების შესახებ და მოითხოვონ განმარტება შეთანხმებით გათვალისწინებული ხარჯების  ტარიფში ასახვასთან დაკავშირებით. ხარჯების მიზანშეწონილობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება შესაბამისად, სისტემის ოპერატორს ან წყალმომარაგების ლიცენზიატს.

მუხლი 6. დავები

გატარების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან ან საფასურის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. აღრიცხვა

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განცალკევებულად აღრიცხოს გატარების მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯი.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. ეს წესი არ აუქმებს, მის ამოქმედებამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა ან სასმელი წყლის გატარების თაობაზე.

2. განაწილების მომსახურების შესაბამის ტარიფში გატარების მომსახურების ხარჯების ასახვის მიზნით, განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ წესის ამოქმედებიდან ერთ თვეში, კომისიას წარუდგინოს, ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი გატარების მომსახურების შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულებები.