დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.137.016091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2013 - 08/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დანართი №1- ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3254.7 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2899.7 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2730.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 524.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 537.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 61.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 62.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6.5 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.7 ათასი ლარი.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი 222,2 ათ. ლარის განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სახანძრო სამაშველო სამსახურის ტექნიკური ინვენტარით და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსების ფარგლებში კომუნალური პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; დროული სამაშველო ღონისძიებების განხორციელება; სწავლებების ჩატარება ხანძრის პრევენციის ღონისძიებების მიზნით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოქალაქეთა და გარემოს უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. ხანძრის, სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია. ზარალის მინიმიზაცია. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გამოძახების რაოდენობა; დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა; მიყენებული და გადარჩენილი ზარალის რაოდენობა; 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაწვეულთა რაოდენობა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში არსებულ დაბებში საცხოვრებელ უბნებში ეზოების მოასფალტება და განათება, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა საასმელი წყლის სისტემების და სახურავების რეაბილიტაცია, სოფლებში სასმელი, სარწყავი წყლის სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა და რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, დაზიანებული გზების და ხიდების შეკეთება, ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა ზამთრის სეზონზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების და კოლექტორების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მიწაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.1 საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაბებში საკანალიზაციო ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია.
2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებისა და დაბების მომსახურეობაში მყოფი სასმელი წყლის არსებული ბასეინებისა და ქსელების რეაბილიტაცია. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარული ნორმების დაცვა. ამ მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ორივე დაბის და სოფლების უდისა და არლის აგრეთვე სოფ. ბენარისა და ვარხნის დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, რაც გააუმჯობესებს აღნიშნული დასახლებული პუნქტების სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02 04) უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის განათება. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი გარე განათების ქსელების მოწყობა. 2.2.5 სარწყავი ახრების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის მიზანია გაზაფხულზე ადიდებული მდინარეებისაგან მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დატბორვისა და წალეკვისაგან დაცვა, აგრეთვე რწყვის სეზონისათვის არსებული სარწყავი არხების მზადყოფნაში მოყვანა რეაბილიტაცია. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. კერძოდ: „World vision“ -საერთაშორისო არასამთავრობო რეგიონალური ორგანიზაცია საქართველოში წლების განმავლობაში მჭიდროდ ურთიერთობს მუნიციპალიტეტთან. კეთდება სასოფლო მოსაცდელები, ფინანსდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ასევე იგეგმება სოფლების და მუნიციპალიტეტის საცნობი ნიშნების და სხვა ნაგებობების მოწყობა, მოხდება ამბულატორიის შენობის მშენებლობის ხარჯების თანადაფინანსება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტი იღებს ხარჯებს სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოთა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საკადასტრო აზომვით ნახაზების შედგენისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.5 შენობა-ნაგებობების გამრიცხველიანება (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტი იღებს ხარჯებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასაცხოვრებელი შენობების (მუნიციპალიტეტის საკრებულოები, საარჩევნო უბნები) გამრიცხველიანება-განათებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება სკოლის მოსწავლეთათვის. 3.1 ააიპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, რომელიც მომსახურეობას უწევს 350-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვს. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ასევე ხდება ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2 სასკოლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სკოლის მოსწავლეების კონკურს „ეტალონში“ მონაწილეობის ხარჯები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის(ფეხბურთის, ჭიდაობის, და რაგბის ასაკობრივი ჯგუფებით) ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოხდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სასპორტო სკოლის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში ხდება სპორტული შენობა-ნაგებობების აშენება-რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია და სხვადასხვა რაიონული სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.1.1 ააიპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის(ფეხბურთის, ჭიდაობის, და რაგბის ასაკობრივი ჯგუფებით) ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად.ასევე ამ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება სპორტული შენობა-ნაგებობების აშენება-რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია. მოხდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სასპორტო სკოლის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები:
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამები. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: ააიპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა, ააიპ ადიგენის სამუსიკო სკოლა, ააიპ ადიგენის კულტურის ცენტრი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შენარჩუნება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.1ააიპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა(პროგრამული კოდი 05 02 01) ზემო აღნიშნული ქვეპროგრამა ეხმარება ადიგენის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას გაეცნოს მისთვის საინტერესო როგორც ძველ ისე თანამედროვე ლიტერატურას. ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარება; ასევე აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ბიბლიოთეკების ინვენტარიზაცია და ახალი წიგნების შეძენა, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4.2.2 ააიპ ადიგენის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეთა მუსიკის შესწავლა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 4 სახელოვნებო(მუსიკალურ) სკოლაში ამჟამად სწავლობს 162 მოსწავლე, დასაქმებულია 14 პედაგოგი. საერთო კურირებას უწევს ა.ა.ი.პ“ადიგენის მუსიკალური სკოლა“. გარდა მუსიკალური განათლების მიღებისა, მათი მიზანია ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები კერძოდ: საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტები, ასევე პიესების კონკურსი.
ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ ახორციელებს კონცერტების, სხვა კულტურული ღონისძიებების (წელიწადში დაახლოებით 15), სადღესასწაულო შეხვედრების, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებას. კულტურის ობიექტები გარდა რაიონული ცენტრისა მოქმედებს 6 ტერიტორიულ ორგანოში. ადგილზე მოქმედებს ხალხური ნაწარმისა და რეწვის ცენტრი, 2 ქორეოგრაფიული სტუდია. მუნიციპალიტეტი აფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის და ინვენტარის შეძენისათვის საჭირო ხარჯებს. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა და სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ და შემეცნებით ღონისძიებებში. ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება.ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ასევე ახალგაზრდების მონაწილეობის დაფინანსება გაცვლით პროგრამებში რეგიონის მაშტაბით. 2014 წელს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ჩემპიონატები ფეხბურთში, თავისუფალ ჭიდაობაში და მკლავჭიდში და წარმატებული მონაწილეების დაჯილდოვება. მოხდება სხვადასხვა, ქვეყნის საერთო და ადგილობრივი დღესასწაულების ღონისძებების დაფინანსება როგორიცაა: ქალთა საერთაშორისო დღე, 9 აპრილი, „ანთიმოზობა“, „ბერიკაობა“, „შუამთობა“ და სხვადასხვა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შიანარსიანი და ეფექტური გამოყენება. ახალგაზრდების აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში
შენარჩუნება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა(პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების და ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გავრცელებისგან შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები და დახმარებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2.1 ავადმყოფთა და მშობიარეთა გამოკვლევის,მკურნალობოს, ოპერაციებისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯი(პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ქირურგიული ოპერაციების, მკურნალობის ღირებულების ნაწილობრივი თანადაფინასება. ასევე ფინანსდება მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსება. 5.2.2 ომის მონაწილეთა დახმარებები 9 მაისისთვის(პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად ცხვრობს 19 დიდი სამამულო ომის მონაწილე, რომელთა პატივსაცემად მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად 9 მაისს მართავს საზეიმო შეხვედრას ამ მოქალაქეებთან, უწყობს მათ სადილს და ასაჩუქრებს თითოეულს 50 ლარის ოდენობით. 5.2.3 ომის მონაწილეთა დაკრძალევის ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ვეტერანის“ სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი)ლარი. 5.2.4 ლტოლვილთა და იძლებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს 8 ოჯახი. საახალწლო , სააღდგომო და სხვა რელიგიური თუ ეროვნული დრესასწაულების მათდამი მილოცვის მიზნით მუნიციპალიტეტი ეხმარება ამ ოჯახებს ფულადი დახმარების სახით. 5.2.5 სოფელ არალის უნარშეზღუდულ და მენტალობადაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრი(პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის მიზანია რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მენტალობადაქვეითებულ და უნარშეზღუდულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ჯერჯერობით ასეთი ცენტრი მოქმედებს სოფელ არლში, რომელიც მომსახურეობას უწევს 8-დან 10-მდე ასეთ ბავშვს. სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროგრამის მომცველობის გაზრდა. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ხდება ბენეფიციართა კვებისა და სწავლების ხარჯების ანაზღაურება. 5.2.6 მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გაჭირვებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი უწევს ერთჯერად დახმარებებს კვების პროდუქტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ტანსაცმლით და სამშენებლო მასალებით. 5.2.7 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი ბავშვი 18 წლამდე ასაკის) დახმარება ოჯახზე 200 ლარის ოდენობით. 5.2.8 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 08) აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულია 15 ახალგაზრდა. მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ხდება დღესასწაულებზე ამ ოჯახებისადმი საჩუქრების და ტკბილეულის გადაცემა.
5.2.9 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) მუნიციპალიტეტი ყოველ ახალშობილზე მათ ოჯახებს გასცემს დახმარებებს თითო ახალშობილზე 100 ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები