დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016260 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (31/12/2013 - 27/12/2024)
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პოლიციელის ფიცი თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
პოლიციელის ფიცი
|
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურში, ვფიცავ:
- ვიყო ერთგული და ღირსეული, დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას; - დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, სამსახურებრივი და სამხედრო წესდებები, ბრძანებები; - მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება; - დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; - ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი; - კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი; - არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
ხელმოწერა ___________________ ___________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები