„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017528
103
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
140030000.22.034.017528
„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №103

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1010 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016260) პირველი მუხლით დამტკიცებული პოლიციელის ფიცის დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი

პოლიციელის ფიცი

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურში, ვფიცავ:

- ვიყო ერთგული და ღირსეული, დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას;

- დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, სამსახურებრივი წესდებები, ბრძანებები;

- მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება;

- დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;

- ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი;

- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;

- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.

 

ხელმოწერა

 

___________________                                                                                           ___________________“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური