სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.017496
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
329
11/12/2013
ვებგვერდი, 12/12/2013
270000000.10.003.017496
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/12/2013 - 25/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2013 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2013 წლის 12 ივნისი, №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა  და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების თანდართული ჩამონათვალი.
მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების იმ საწარმოებზე, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო).
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ იმ პირზე, რომლის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და სამუშაო არ არის დაკავშირებული სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობასთან.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს განიხილავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 524 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 5
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი


1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 “ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:

ა) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;

ბ) თევზჭერა, მეთევზეობა;

გ) სამთომოპოვებითი მრეწველობა;

დ) ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;

ე) ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;

ვ) ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა;

ზ) კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;

თ) ქიმიური წარმოება;

ი) დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;

კ) მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;

ლ) ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;

მ) მშენებლობა;

ნ) ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;

ო) სასტუმროები და რესტორნები;

პ) ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა;

ჟ) ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;

რ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ ქვეკლასებში:

რ.ა) ქვეკლასი 75.11.3 - საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა;

რ.ბ) ქვეკლასი 75.11.4 - საბაჟოს მართვა;

რ.გ) ქვეკლასი 75.12.0 - სოციალური პროგრამების მართვა;

რ.დ) ქვეკლასი 75.23.3 - სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა;

რ.ე) ქვეკლასი 75.25.0 - საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში;

რ.ვ) ქვეკლასი 75.30.0 - სავალდებულო სოციალური დაზღვევა;

ს) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება;

ტ) კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა.

2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში,  სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას;

დ) ზოგადი განათლება;

ე) პროფესიული განათლება.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.