„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.018672
287
25/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
270000000.10.003.018672
„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2015 წლის 25 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2013, 270000000.10.003.017496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან პენიტენციურ დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი