დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016242 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/12/2013 - 28/05/2014)
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად; ზ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; თ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); ი) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. 2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III - ინფორმაციის თავისუფლება); ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება. კ) ევროპული ციხის წესები; ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“). ჟ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; რ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები). |
| მუხლი 2 |
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება. ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. ზ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; თ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); ი) მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III - ინფორმაციის თავისუფლება); ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება. კ) ევროპული ციხის წესები; ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“). ჟ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; რ) გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები).
|
| მუხლი 3 |
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ვ) დიპლომატიური ეტიკეტით გათვალისწინებული ქცევითი უნარების ცოდნა; ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. თ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ი) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); 2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება. ი) ევროპული ციხის წესები; კ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; ლ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; მ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; ნ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ო) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“). პ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ჟ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).
|
| მუხლი 4 |
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. ზ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; თ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); 2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (თავი II); ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება. ზ) ევროპული ციხის წესები; თ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ი) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ლ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“). მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ნ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები). |
| მუხლი 5 |
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. ზ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; თ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); 2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (თავი II); ბ) საქართველოს პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილება; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №136 ბრძანება. ზ) ევროპული ციხის წესები; თ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ი) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ლ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“). მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ნ) „გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“ (ბანგკოკის წესები).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები