დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016370 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში (სსმ 010340000.22.038.016242, 06/12/2013) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“; ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები