დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016424 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016242, 06/12/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს; გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს; გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის დარგებში); ბ) სამუშაო გამოცდილება ან გავლილი აქვს სტაჟირება (სასურველია); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები