საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 192/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016712
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
192/ნ
04/12/2013
ვებგვერდი, 04/12/2013
480180000.22.022.016712
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2013 - 05/12/2013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №192/ნ

2013 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

დანართი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში (შემდგომში - ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

1.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის  სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – 2 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,  Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;

დ) სასურველია უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:

 ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ე.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

1.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.

2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი სპეციალისტი

2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ  2 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,  Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;

დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:

 ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ე.ბ) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.

3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი

3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

3.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – ერთი წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,  Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;

დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:

 ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ე.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.