„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 201/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016721
201/ნ
05/12/2013
ვებგვერდი, 06/12/2013
480180000.22.022.016721
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №201/ნ

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის N192/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge , 04/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016712) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს  უფროსი

4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

4.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის  მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  სამუშაო გამოცდილება: 5 წელი;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;

დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) კარგად  ცოდნა;

ვ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ზ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ზ.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

4.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის  მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე)  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ზ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის  №36/ნ ბრძანება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე