დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.017477 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2013 - 17/11/2016)
|
| მუხლი 1 |
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; ბ) სახელმწიფო მინისტრი – დიასპორის საკითხებში; გ) სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში. 2. სახელმწიფო მინისტრებმა განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები. 3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
|
| მუხლი 2 |
1. 2014 წლის 1 იანვრიდან დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში ჩანაწერი: „სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „სახელმწიფო მინისტრი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“.
2. დაევალოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილების პროექტების მომზადება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები