დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.020256 |
|
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2013, 010240020.10.003.017477) და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“. 2. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.“; ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო მინისტრმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.“. 3. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის/სამინისტროს აპარატის ფუნქცია გადაეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეს უკანასკნელი განისაზღვროს მის უფლებამონაცვლედ. |
| მუხლი 3 |
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბალანსზე/სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განკარგვაში არსებული „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით (პროგრამული კოდი 20 00) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. |
| მუხლი 5 |
საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმართებით უზრუნველყონ ამ უწყების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით. |
| მუხლი 7 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეორგანიზაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის შიდა კონკურსის ჩატარება დიპლომატიურ თანამდებობებზე მათი დანიშვნის მიზნით. |
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა აჭარბებდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას, იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ჯამურად ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის განსაზღვრული რიცხოვნობა. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 15 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები