„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 19/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.019578
512
17/11/2016
ვებგვერდი, 21/11/2016
010240020.10.003.019578
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №512

2016 წლის 17 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2013, 010240020.10.003.017477) და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:“.

2.  „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 19 ნოემბრიდან.

                                                     


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი