დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016221 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/12/2013 - 23/05/2014)
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი” დანართი №1. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი” დანართი №2. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში - ინფორმაცია) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ვებგვერდზე გამოქვეყნების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. წესი არეგულირებს სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. 4. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს წესის ,,პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხით” (შემდგომში - ნუსხა) გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სამინისტროს ვებგვერდზე: www.mod.gov.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 5. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 6. ნუსხით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული თანამშრომლები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებაზე - სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი. 7. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სამინისტროს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. 8. საჯარო ინფორმაცია სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება PDF ფორმატში. 9. ნუსხით განსაზღვრული ინფორმაცია პასუხისმგებელმა ქვედანაყოფებმა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს უნდა მიაწოდონ ამ წესის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. 10. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
შენიშვნა: 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ ნუსხით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. 3. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ნუსხით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამინისტრო იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. 6. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, სამინისტროში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება შესაბამისი მოთხოვნით ან/და გააგზავნოს განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (pr@mod.gov.ge). 7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თერთმეტნიშნა), ტელეფონის ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს. გ) მოთხოვნას. 8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნაზე, სტანდარტის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოდგენილ განცხადებას სამინისტრო არ განიხილავს. 9. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტში. 10. სამინისტროში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციისთანავე, ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს - სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 11. საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება განცხადების წერილობით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდგომ სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები