დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016357 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 დეკემბრის №1278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 დეკემბრის №1278 ბრძანებით (ვებგვერდი 120340000.22.026.016221) დამტკიცებულ ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის 2.4 და 2.5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანებით დამტკიცებული N2 დანართის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. სამინისტროში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამსახურში რეგისტრაციისთანავე, ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს – სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 11. საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება განცხადების წერილობით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდგომ სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამსახურის მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები