საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 170/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
170/ნ
04/11/2013
ვებგვერდი, 05/11/2013
430210000.22.022.016690
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/2013 - 22/09/2014)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №170/ნ

 2013 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა

მუხლი 5
დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ე) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ვ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

კ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამის საშუალებით;

ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია;

ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღება/დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;

ო) მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო;

ბ) პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველო.

მუხლი 7
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) სპეციალისტი.

2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 8
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში  დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებისათვის;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

მუხლი 9
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

 

მუხლი 10
1. მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღება/დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

2. მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 11
1. პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

გ) ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

დ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ე) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ზ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

თ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

ი) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამის საშუალებით.

კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

2. პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.