„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016862
127/ნ
22/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
430210000.22.022.016862
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის N170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127/ნ

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №170/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016690) და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“, „ო2“ და „ო3 და  „ო4 ქვეპუნქტები:

„ო1) სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიის  გრიფის მინიჭების პროცესის  ადმინისტრირება;

2) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სკოლაში გამოყენებული   სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება;

3) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებული, სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;

4) სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირება.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველო.“

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;“

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;“

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;“

ბ.გ) „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის სამმართველოების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში მასთან შეთანხმებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოების  ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“

ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“

ბ.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;“

ბ.ვ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“

5. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. 

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სამმართველოების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და   დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განიხილავს და სამმართველოს მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

დ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეებზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას;

 ე) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“ 

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“

8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“

9. მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

„მუხლი 12

1. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს კომპეტენციაა :

ა) სკოლის სახელმძღვანელოების/სერიის გრიფირების პროცესის ადმინისტრირების მიზნით:

ა.ა) წინადადებების წარდგენა გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;

ა.ბ) გრიფირების საკითხებზე სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების გაცემა;

ა.გ) სკოლის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, გრიფირების საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის წარდგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ადმინისტრირება;

ა.დ) გრიფირებაში მონაწილე კონკურსანტთა ინფორმაციული უზრუნველყოფა გრიფირების წესით განსაზღვრულ საკითხებზე;

ა.ე) სახელმძღვანელოების შეფასების/რეცენზირების პროცესის მონიტორინგი;

ბ) გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოების მიზნით:

ბ.ა) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების /სერიების შესახებ (სახე, შემადგენლობა, გამომცემლობა, გრიფის მინიჭების თარიღი და ა. შ.) ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შესაბამის რეესტრში ასახვა;

ბ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/ სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის პერიოდული განახლება;

ბ.გ) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/ სერიების კატალოგის წარმოება;

გ) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოების მიზნით:

გ.ა) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/ სერიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება;

გ.ბ) გრიფირებული, აგრეთვე სამინისტროსთან შეთანხმებულ სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების/ სერიების საბიბლიოთეკო ფონდის მარაგის შევსებაზე ზრუნვა, საჭიროებების განსაზღვრა;

დ) სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების  სამმართველოს მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე