სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017433
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
266
21/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
010220020.10.003.017433
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/10/2013 - 29/10/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატების, მათ სისტემაში შე­მა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების, სა­ქარ­თველოს პარლამენტის, საქართვე­ლოს მთავრობის კანცელა­რიისა და საქართველოს მთავრობის სახელმ­წიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რივი ავტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე­ბე­ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რა­ციონალური ხარჯვის მიზ­ნით შეიქმ­ნას სამთავრობო კომისია (შემდ­გო­მ­ში ‑ კომისია) შემდეგი შემა­დ­გენლო­ბით:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ‑ კომისიის თავ­მჯდომარე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ‑ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის­ტრის მოადგილე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოად­გილე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოად­გილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა­კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მო­ად­გილე

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის პირველი მოადგილე.

მუხლი 2
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.
მუხლი 3
კომისიამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე:

ა) შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც უზ­რუ­ნ­ველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის გზით სამსა­ხუ­რებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექ­ტია­ნობას;

ბ) ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენის მიზნით მოამზადოს სა­ქარ­თველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზ­ღ­ვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავ­ტო­მანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდე­ბო­ბ­რივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავ­­ტო­მობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებ­რივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

მუხლი 4
კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავ­მჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტი­ლე­ბა მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კო­მი­სიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გა­ყო­ფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი