„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020474
158
02/04/2018
ვებგვერდი, 03/04/2018
010220020.10.003.020474
„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2018 წლის 2 აპრილი

   ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2013, 010220020.10.003.017433) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატების, მათ სისტემაში შე­მა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების, სა­ქარ­თველოს პარლამენტის, საქართვე­ლოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმ­წიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რივი ავტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე­ბე­ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რა­ციონალური ხარჯვის მიზ­ნით, შეიქმ­ნას სამთავრობო კომისია (შემდ­გო­მ­ში – კომისია) შემდეგი შემა­დ­გენლო­ბით:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის    თავ­მჯდომარე;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინის­ტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოად­გილე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოად­გილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი