დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 529 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.023085 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2013, 010220020.10.003.017433) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 14. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. მუხლი 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს. 2. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები