მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016176
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
12/08/2013
ვებგვერდი, 19/08/2013
010250000.35.153.016176
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2013 - 16/09/2013)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2013 წლის 12 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის   მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის   შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული     მრავალშვილიანი   ოჯახების     სასურსათო  პაკეტით   უზრუნველყოფის   პროგრამა’’  №1 დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



დანართი №1        
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი   ოჯახების სასურსათო პაკეტით   უზრუნველყოფის პროგრამა

ბენეფიციარი - 80  ოჯახი   (  4  და  მეტი  შვილი)

მუხლი 1. პრობლემა
1. უმუშევრობა   და  მრავალშვილიანი   ოჯახების  დაბალშემოსავლიანობა.

 2.  ეკონომიური  შეჭირვების  გამო  საკვები  პროდუქტების   ხელმიუწვდომობა.

 სოფლად  საკვები  პროდუქტის   შედარებით    მაღალი   ფასი.


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
ამ   პროგრამის   მიზანს   წარმოადგენს   მრავალშვილიანი   ოჯახების  (4  და   მეტი    18    წლამდე   ასაკის)   სასურსათო   პაკეტით   უზრუნველყოფა.

მუხლი 3. განხორციელების    გზები
  1.  შესყიდვების    კანონის    შესაბამისად,    პროგრამაში   მონაწილე  სავაჭრო   ობიექტის       შერჩევა.
  2. ბენეფიციართა   ინფორმირება   პროგრამის   არსის   შესახებ.
  3. ტერიტორიული   ორგანოს   რწმუნებულისათვის     სასურსათო   პაკეტის   გადაცემა   მიღება-ჩაბარების   აქტით.
  4. გამგებლის   ბრძანებით   პასუხისმგებელი   პირის   გამოყოფა,   რომელიც     უზრუნველყოფს   სასურსათო   პროგრამის   სრულყოფილად  განხორციელებას.
  5. მოსარგებლისათვის    ტერიტორიული   ორგანოს  რწმუნებულის   მიერ     სასურსათო   პაკეტის   გადაცემა   მიღება-ჩაბარების    აქტით.

მუხლი 4. ხარჯთაღრიცხვა
 

 

 

საკვები  პროდუქტების   საბაზრო  ღირებულება

რაოდენობა

საცალო  ღირებულება

ღირებულება

სულ

1

                        ზეთი

2  ლიტრი

3, 50 ლარი

7 ლარი

2

წიწიბურა

        2   კგ

1,80  ლარი

3,60  ლარი

3

მაკარონი

        2    კგ

      1,50  ლარი

3,00  ლარი

4

რძის  ფხვნილი

        1    კგ

       5   ლარი

   5      ლარი

5

ბრინჯი

        2    კგ

         1, 60 ლარი

   3, 20 ლარი

6

შაქარი

        2    კგ

          1,60  ლარი

    3,20  ლარი

7

მარილი

        1    კგ

           0,60  თეთრი

   0,60 თეთრი

8

კარამელი

        1    კგ

           4   ლარი

      4   ლარი

9

სარეცხი   ფხვნილი

        1    ყუთი

           2    ლარი

       2   ლარი

10

საპონი

         5  ცალი

            1    ლარი

       5     ლარი

 

 

ერთი თვე

4 თვე

სასურსათო   პროდუქტის  ღირებულება

2928     ლარი

11  740     ლარი

სასურსათო   ობიექტის   მომსახურების   ღირებულება

200        ლარი

      800     ლარი

ტრანსპორტირების  (საწვავი)   (70 ლიტრი)

140        ლარი

      560      ლარი

სხვა   ხარჯი   (,,სხვა    ხარჯი’’    შეიძლება    გამოყენებულ   იქნეს    სხვადასხვა   საოფისე   საგნების   შესაძენად,    საჭიროების   შემთხვევაში    დამატებითი   სასურსათო   პაკეტის    შესაძენად.  ბენეფიციართა   მატების   გამო.

 

1928      ლარი

 


მუხლი 5. მოსალოდნელი   შედეგები
 
  1. მრავალშვილიანი   ოჯახების  ცხოვრების  ხარისხის   გაუმჯობესება.
  2. 0-18  წლამდე   ასაკის   ბავშვთა   ბალანსირებული   საკვებით  უზრუნველყოფა.
  3. ბავშვთა  ასაკში  არასრულფასოვანი   კვებით  გამოწვეული  დარღვევების   შემცირება.
  4. დემოგრაფიული   მდგომარეობის  გაუმჯობესება.

მუხლი 6. მონიტორინგი
მუნიციპალიტეტის   ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის  სამსახურის   თანამშრომლები, თვეში ერთხელ,   შერჩევით,  მრავალშვილიან    ოჯახებში   მოახდენენ   გადამოწმებას   პროგრამის  შესრულების   ხარისხზე,   რაც   აისახება   შესაბამის   დოკუმენტში.

მუხლი 7. პროგრამის   ხანგრძლივობა და ღირებულება
1. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე.

2.პროგრამის   ღირებულებაა 15  000 (თხუთმეტი   ათასი)  ლარი.