„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016181
41
07/10/2013
ვებგვერდი, 15/10/2013
010250000.35.153.016181
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ( სსმ.  010250000.35.153.016176 19.08., 2013.), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის პრეამბულა, ნაცვლად „ბენეფიციარი 80 ოჯახი (4 და მეტი შვილი)“, ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ბენეფიციარი - 90 ოჯახი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი)“.

1.2.პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„4.   გამგებლის ბრძანებით კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს  სასურსათო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას“.

1.3.პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსარგებლისათვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სასურსათო პაკეტის გადაცემა, მიღება- ჩაბარების აქტით (ერთ ოჯახზე ერთი პაკეტი).".

1.4.  პროგრამის მე-4 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 ცალი სასურსათო პაკეტის შემადგენლობა“.

1.5.  პროგრამის მე-4 მუხლის ცხრილს დაემატოს მე-11 რიგითი ნომრით შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„11. პაკეტის ღირებულება - 36 ლარი და 95 თეთრი“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №39 (სსმ. 010250000.35.153.016179.  20/09/2013).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი