„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს N36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს N36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
16/09/2013
ვებგვერდი, 20/09/2013
010250000.35.153.016179
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს N36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2013 - 07/10/2013)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 9 სექტემბრის 2013 წლის №6196 მომართვის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №36 დადგენილებაში სსმ.  010250000.35.153.016176 19.08., 2013.) კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის პრეამბულა, ნაცვლად „ბენეფიციარი 80 ოჯახი (4 და მეტი შვილი)“, ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 „ბენეფიციარი - 90 ოჯახი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი)“.

1.2.პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 „4.   გამგებლის ბრძანებით კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს  სასურსათო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას“.

1.3.პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს  და ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. მოსარგებლისათვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სასურსათო პაკეტის გადაცემა, მიღება- ჩაბარების აქტით (ერთ ოჯახზე ერთი პაკეტი).".

1.4.  პროგრამის მე-4 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1 ცალი სასურსათო პაკეტის შემადგენლობა“.

1.5.  პროგრამის მე-4 მუხლის ცხრილს დაემატოს მე-12 პუნქტი:

„12. პაკეტის ღირებულება - 36 ლარი და 95 თეთრი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი