ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 370.060.000.05.001.003.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5274
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
370.060.000.05.001.003.003
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/2008 - 23/10/2008)

საქართველოს კანონი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

თავი I.   ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური , კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომშისაკუთრების უფლების აღიარება ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა .

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა – სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე;

ბ) სარგებლობაში არსებული მიწა – სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო;

გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;

) საკუთრების უფლების აღიარებაფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის , მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობით (აშენებული , მშენებარე ან დანგრეული ) ან მის გარეშე , ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულიფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესითგანსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა ;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი ან მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

    მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოს უფლებამოსილებას , რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს .

2. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა :

) პირუტყვის გადასარეკი ტრასა ;

ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

1) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

გ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

დ) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა;

) ისტორიის , კულტურის , ბუნებისა და საკულტო -რელიგიური ძეგლები ;

ვ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი , ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ -დაცვითი ზონები ;

) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების , წყალმომარაგების , კანალიზაციის , კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ) ობიექტები ;

) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი ) მიწის ნაკვეთები ;

) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი , მათ შორის , ის მიწის ნაკვეთი , რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონება , „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , არ ექვემდებარება პრივატიზებას ;

) სასაფლაო და პანთეონი ;

) სანიტარიული და დაცვითი ზონები ;

) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის .

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100

    მუხლი 4. საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

2. კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულიფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით “.

     3. კომისიის წევრის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საქმიანობა ანაზღაურებადია. იგი ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26

თავი II. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი

    მუხლი 5. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი

1. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში .

2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან .

3. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ , აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს :

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ;

) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად ;

) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები .

4. კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში . თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი ვადა , კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის დამატებით ერთი თვით გაზრდის შესახებ . ამ უკანასკნელ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს .

5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს , კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს , რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა -ნაგებობების საზღვრები და ფართობი .

6. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს , კომისია დაინტერესებულ პირს განცხადების განხილვის ვადაში უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი ერთი თვის ვადაში სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე . თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ვადაში და შესაბამისი ოდენობით , მაშინ კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს , რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა -ნაგებობების საზღვრები და ფართობი .

     61. სავარაუდო მემკვიდრეზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის , სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტი , ან ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში , შესაბამისი ოდენობით და შესაბამის ვადაში არ იქნა გადახდილი საკუთრების უფლების აღიარების საფასური , კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე .

8. თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე , ეს ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ანდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ .

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

    მუხლი 6. საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

1. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ .

     2. სარგებლობაში არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.

     3. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს:

     ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას;

     ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.

     31. 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონით დადგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, გარდა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის ვალდებულებისა.

4. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნეს ერთიანად .

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

2007 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს :

) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი “;

) საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა .

    მუხლი 71. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრები კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

    მუხლი 72. წალკის მუნიციპალიტეტის სოფლად მუდმივად მცხოვრები კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი

     წალკის მუნიციპალიტეტის სოფლად მუდმივად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წალკის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები ან/და რომელთაც თვითნებურად აქვთ დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30-დან 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26

    მუხლი 8. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისდამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილიფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებსაქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 4, 1998 წელი , მუხ . 33).

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი , გარდა პირველიმე -6 და მე -8 მუხლებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის პირველიმე -6 და მე -8 მუხლები ამოქმედდესფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისდამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე .

საქართველოს პრეზიდენტი

. სააკაშვილი

თბილისი ,

2007 წლის 11 ივლისი .

5274–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5673 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.443

2. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26

3. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100

23. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3428-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 22. 17/12/2021 - საქართველოს კანონი - 1169-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6953-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 20. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5964-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 19. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5501-Iს - ვებგვერდი, 18/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3228-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 17. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5157-რს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1248-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6379-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 14. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4966-რს - ვებგვერდი, 110711042, 11/07/2011 13. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3889-IIს - სსმ, 67, 09/12/2010 12. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3596-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 11. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3517 - სსმ, 48, 09/08/2010 10. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2887 - სსმ, 21, 22/04/2010 9. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2463 - სსმ, 50, 31/12/2009 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1941 - სსმ, 35, 19/11/2009 7. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1565 - სსმ, 24, 13/08/2009 6. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1134 - სსმ, 9, 13/04/2009 5. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 614 - სსმ, 36, 12/12/2008 4. 23/10/2008 - საქართველოს კანონი - 386 - სსმ, 29, 04/11/2008 3. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 88 - სსმ, 12, 14/07/2008 2. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5993 - სსმ, 6, 25/03/2008 1. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5673 - სსმ, 50, 29/12/2007