"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3889-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 370060000.05.001.016077
  • Word
3889-IIს
07/12/2010
სსმ, 67, 09/12/2010
370060000.05.001.016077
"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 და 74 მუხლები:

     „მუხლი 73. კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამატებითი პირობები

1. კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს.

2. დაუშვებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთის გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, ასევე ვალდებულების გამო გადახდევინების მიქცევა საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე ამ უძრავი ნივთის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით.

    მუხლი 74. კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა

2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნების დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც მიღებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3889–II