დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017344 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/07/2013 - 21/03/2017)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-16 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ვადებს, მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) ოდენობას, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფასური - ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის; ბ) მომსახურება - სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით დადგენილი მომსახურების სახეები, რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს უნდა გადაუხადოს საფასური; გ) სპეციალისტის კონსულტაცია - სააგენტოს შესაბამისი დარგობრივი ქვედანაყოფის სპეციალისტის მიერ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ობიექტებზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მეთოდებთან დაკავშირებული კონსულტაცია, აგრეთვე ისეთი სახის ახსნა–განმარტების მიცემა, რომელიც უკავშირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოყენებით სანებართვო დოკუმენტაციის შედგენას. მუხლი 3. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები სააგენტოს მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო მომსახურების განხორციელებისათვის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული საფასური. 2. ამ წესით განსაზღვრული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე განცხადების შეტანამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით ან მისი შეტანის შემდეგ. საფასურის განცხადების შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება განცხადების შეტანის დღესვე, გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მუხლი 5. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, მომსახურების ვადები და საფასურები (დღგ-ის ჩათვლით) 1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის შესაბამისობის შეფასების ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ცნობის გაცემა: ა) 3 სამუშაო დღე - 20 ლარი; ბ) 2 სამუშაო დღე - 40 ლარი; გ) 1 სამუშაო დღე - 80 ლარი. 2. ობიექტის რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის გაცემა: 1 სამუშაო დღე - 20 ლარი. 3. სპეციალისტის კონსულტაცია: 50 ლარი. 4. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა: ა) 20 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 10 სამუშაო დღე - 200 ლარი; გ) 5 სამუშაო დღე - 300 ლარი; დ) 3 სამუშაო დღე - 450 ლარი; ე) 2 სამუშაო დღე - 600 ლარი. 5. პირის/პირების მიერ ინსპექტირების ორგანოდ ფუნქციონირებისათვის აკრედიტაციის მიღებისათვის გამიზნული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე. 6. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე. 7. მშენებლობის ნებართვის გაცემა III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა: ა) 10 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 5 სამუშაო დღე - ობიექტის ღირებულების 0,1 %; გ) 2 სამუშაო დღე - ობიექტის ღირებულების 0,2%; 8.მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება: ა) ერთი თვე - უფასო; ბ) 15 სამუშაო დღე - 500 ლარი; გ) 10 სამუშაო დღე - 1000 ლარი; დ) 5 სამუშაო დღე - 2000 ლარი. 9. სამშენებლო დოკუმენტის (საპროექტო დოკუმენტები) ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას: ა) 20 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 10 სამუშაო დღე - ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%; გ) 5 სამუშაო დღე - ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6 %. 10. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება: ა) 30 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 15 სამუშაო დღე - 300 ლარი; გ) 10 სამუშაო დღე - 500 ლარი; დ) 5 სამუშაო დღე - 1 000 ლარი. 11. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების (შემდგომში - შეთანხმება) გაცემა: ა) 10 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 5 სამუშაო დღე - ობიექტის ღირებულების 0,1 %; გ) 2 სამუშაო დღე - ობიექტის ღირებულების 0,2 %. 12. საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებ(ებ)ის შეტანასთან დაკავშირებით მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა: ა) 20 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 10 სამუშაო დღე - ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%; გ) 5 სამუშაო დღე - ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6%. 13. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ვადის გაგრძელება: ა) 30 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 20 სამუშაო დღე - 300 ლარი; გ) 10 სამუშაო დღე - 500 ლარი; დ) 5 სამუშაო დღე - 1 000 ლარი.
14. სამშენებლო დოკუმენტში (საპროექტო დოკუმენტაცია) დასაშვები ცვლილებების დადასტურება/შეთანხმება, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას: ა) 30 სამუშაო დღე - უფასო; ბ) 20 სამუშაო დღე - 300 ლარი; გ) 10 სამუშაო დღე - 500 ლარი; დ) 5 სამუშაო დღე - 1 000 ლარი. შენიშვნა: 1. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მომსახურების გაწევისას სწავლების ხანგრძლივობა და პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 2. მე-5 პუნქტში გათვალისწინებული სწავლება არ წარმოადგენს აკრედიტაციის მიღების პირობას, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი. მუხლი 6. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს ნაწილობრივ დაუბრუნდება საფასური, ანუ სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის და საბანკო მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით; გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. 3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 4. საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დოკუმენტის კომენტარები