„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019845
136
21/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
040030000.10.003.019845
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2017 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2013, 040030000.10.003.017344) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 5 სამუშაო დღე:

ბ.ა) 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების  0,1 %;

ბ.ბ) 1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 1 000 ლარი;

ბ.გ) 5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 2 000 ლარი;

ბ.დ) 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 2 500 ლარი;

გ) 2 სამუშაო დღე:

გ.ა) 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების 0,2%;

გ.ბ) 1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი −  2 000 ლარი;

გ.გ) 5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 4 000 ლარი;

გ.დ) 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 5 000 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი