მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.017339
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
173
10/07/2013
ვებგვერდი, 11/07/2013
470030000.10.003.017339
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/07/2013 - 27/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი
ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების  ინსპექტირების შესახებ

მუხლი 1. გამოყენების სფერო
ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ობიექტების გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის განსაზღვრა
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი ამტკიცებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების გეგმას რისკის კატეგორიებისა და გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გათვალისწინებით.

2. ობიექტის გეგმური ტექნიკური ინსპექტირების ვადა აითვლება ბოლო ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების შემდეგ.

3. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 0,005×1013-დან – 1×1013-მდე ჯოულს გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს.

4. ობიექტების: საქვაბე დანადგარი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი და სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს.

5. ობიექტების: ლიფტი, ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ესკალატორი, ამწე მოწყობილობა, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 1×1013-დან – 300×1013-მდე ჯოულს გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს.

6. ობიექტების: მაგისტრალური გაზსადენი, მაგისტრალური ნავთობსადენი, კარიერი, ფუნიკულიორი, ატრაქციონი და საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს.

7. ობიექტების: ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება და რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), ნავთობბაზა და სამეწარმეო დანიშნულებით  გამოყენებადი,  ამიაკზე  მომუშავე  სამაცივრო დანადგარი, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად.

8. ობიექტების: შახტი და მაღარო, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეექვსე თვეს.


მუხლი 4. ობიექტების რისკის კატეგორიების განსაზღვრა
1. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს, განეკუთვნება I რისკის კატეგორიის ობიექტებს.

2. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს, განეკუთვნება II რისკის კატეგორიის ობიექტებს.

3. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს, განეკუთვნება III რისკის კატეგორიის ობიექტებს.

4. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს, განეკუთვნება IV რისკის კატეგორიის ობიექტებს.

5. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად, განეკუთვნება V რისკის კატეგორიის ობიექტებს.

6. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეექვსე თვეს, განეკუთვნება VI რისკის კატეგორიის ობიექტებს.


მუხლი 5. დადგენილებაში ცვლილების შეტანა
დადგენილებაში  ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.