დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 383 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.018769 |
|
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11.07.2013, 470030000.10.003.017339) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ობიექტების: ლიფტი, ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ესკალატორი, ამწე მოწყობილობა, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 1×1013-დან 300×1013-მდე ჯოულს, აირგასამართი და აირსავსები სადგურების გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ობიექტების: ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, ავტოგასამართი სადგური, ნავთობბაზა და სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები