დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016145 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2013 - 26/09/2013)
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 01 ივლისამდე დაამტკიცოს დანართი №2 ფორმით განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობები. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №04 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016134) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
გ.ბ)
ევროპული ქარტია 'ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'; |
გ.გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; |
გ.დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ; |
გ.ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ( I, II, III და IV თავები); |
გ.ვ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); |
გ.ზ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; |
გ.თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. |
2.
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
3.
გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
4.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
5.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
6.
უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
7.
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
8.
სახანძრო–სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი. |
დანართი №2
|
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები