დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016155 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/06/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016145) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ დანართ №1-ში შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“; |
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“; |
გ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“; |
დ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“; |
ე)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.“; |
ვ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება.“; |
ზ)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა მხოლოდ პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები