დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016159 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 25/06/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016145) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დანართ №1-ში შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შესაბამის სფეროში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“; |
გ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.“; |
დ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები