დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/06/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.139.016089 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/06/2013 - 13/08/2013)
|
'ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 'დ' პუნქტის, 'ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ' საქართველოს კანონის, 'სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ' საქართველოს კანონის, 'საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის დამტკიცების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 გათვალისწინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
|
მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი – მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები: |
1.
განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსებისა და სამეურნეო ნაგებობების მშენებლობისათვის. |
2.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე სამრეწველო, საოფისე და კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; |
3.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი: |
ა)
პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი; |
ბ)
მეორე კლასის შენობა-ნაგებოები 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი. |
გ)
მესამე კლასის შენობა-ანგებობები 3000 (სამი ათასი) ლარი; |
დ)
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები – 4000 (ოთხი ათასი) ლარი. |
4.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:
L X= — (K21 – K2)S K2 სადაც: |
ა)
x არის მოსაკრებლის ოდენობა; |
ბ)
L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი; |
გ)
K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; |
დ)
K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; |
ე)
S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. |
მუხლი 2 |
მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. |
მუხლი 3 |
მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას. |
მუხლი 4 |
ქ. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში, სოფლებში – ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერი – შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის და დადგინდეს მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები: |
1.
მოსახლეობისათვის ერთ სულზე 0,6 ლარი თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, სულადობის მაქსიმუმის ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით; |
2.
დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის განაკვეთები განისაზღვროს ქ. ბორჯომში დანართი №1-ის, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა ახალდაბაში და სოფლებში – ყვიბისი, ტბა, ცემი, სადგერი, დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 5 |
შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით: |
1.
თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში – 15000 ლარი, გარდა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა; |
2.
თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 1500 ლარი; |
3.
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 5%, |
4.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 30000 ლარი, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე (გარდა სამორინესი) – 35000 ლარი; |
5.
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 7% ; |
6.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – 1000 ლარი; |
7.
თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 3000 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება, მეპატრონე, უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი). |
მუხლი 6 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის – მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრელების შემოღების შესახებ“ |
მუხლი 7 |
დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ. |
|
გასაწევი მომსახურების გადასახადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე
ობიექტების მიხედვით |
|
გასაწევი მომსახურების გადასახადი დაბაახალდაბაში, დაბა ბაკურანში, დაბა წაღვერში და სოფლებში: ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზეობიექტების მიხედვით
|
|
დოკუმენტის კომენტარები