“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016199
28
18/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
210020010.35.139.016199
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/06/2013, ძალაში შესვლის თარიღი: 29/06/2013, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.139.016089) და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ.ბ" ქვეპუნქტის, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის, "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის, "საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულების გათვალისწინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე