დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.139.016303 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,14/06/2013210020010.35.139.016089) შეტანილ იქნეს ცვლილება:
|
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები: 1. ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისთვის – 1 ლარი; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 4 ლარი; გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 5 ლარი. 2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით. 4. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებოები – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობები – 3000 (სამი ათასი) ლარი; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები – 4000 (ოთხი ათასი) ლარი. 5) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით: L X= — (K21 – K2)S K2 სადაც: ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა; ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი; გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.’’. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები