დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016070 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
96
05/06/2013
ვებგვერდი, 11/06/2013
010250020.35.124.016070
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (11/06/2013 - 12/07/2013)
|
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
ბაღდათის ტერიტორიაზე არსებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით.
CN=IMGXITLXCXK, სადაც; |
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG არის ქ.ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს; |
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება); |
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; |
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
3.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.ბაღდათისათვის ფასის 50% ოდენობით და შეადგინოს 5,4 ლარი (10.8–ის 50%). |
4.
კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგინოს 54 ლარი (10,85X5). |
5.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგინოს 3,24 ლარს 10,8–ის 30%). |
6.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი “საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 70% ოდენობით და შეადგინოს 7,56 ლარი (10,8–ის 70%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი. |
2.
25/05/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
37 -
ვებგვერდი, 31/05/2018
1.
12/07/2013 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
98 -
ვებგვერდი, 15/07/2013
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 25/05/2018
გამოქ. თარიღი : 31/05/2018
დოკუმენტის ნომერი : 37
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ზოგიერთი ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1
მიღების თარიღი : 12/07/2013
გამოქ. თარიღი : 15/07/2013
დოკუმენტის ნომერი : 98
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები